The Surge 2-ის შემქმნელებმა თამაშის სათამაშო პროცესი გვიჩვენეს

41 ნახვები

როგორც იცით თებერვლის დასაწყისში სტუდიამ Deck13 განაცხადა, რომ მოქმედებითი, როლური ჟანრის თამაში The Surge-ის ფანები მის გაგრძელებას მიიღებენ. ცოტა ხნის წინ კი Е3 2018-ის ფარგლებში გამომცემლობა Focus Home Interactive-მა ახალი ნაწილის სათამაშო პროცესის მცირე კადრები გვიჩვენა.

თამაშის ახალ ნაწილში მოვლენები ფაბრიკის რკინის და ბეტონის კორიდორებიდან ბუნების წიაღშიც გადაინაცვლებს. თამაშის განახლებული ძრავის დახმარებით კი შესაძლებელია სათამაშო ტერიტორიის უფრო მეტად გაფართოება და გაუმჯობესება. თამაშის მეორე ნაწილში მთავარი გმირის უორენის როლი მცირდება, რადგან თამაშში მთავარი მოქმედი პერსონაჟის შექმნას თავად მოთამაშეები საკუთარი სურვილისამებრ შესძლებენ. თამაშში შესაძლებელი იქნება პერსონაჟის სქესის არჩევაც.

შემქმნელები მოთამაშეებს მოქმედი გმირისათვის უფრო მეტ შესაძლებლობებს ჰპირდებიან. სხვა და სხვა სახის ჯავშანს, დრონებს და იმპლანტებს. ასევე გართულდება ბრძოლის სისტემაც და მასში ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება დიდი უპირატესობა იქნება მოთამაშისათვის.

შეგახსენებთ, რომ თამაშის პირველი ნაწილი 2017 წლის 16 მაისს გამოვიდა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

The Surge 2 გაყიდვაში სავარაუდოდ 2019 წელს გამოვა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.