Bloodborne-ის მომხმარებელმა თამაშიდან ამოღებული რეჟიმი და ბოსები აღმოაჩინა

79 ნახვები

ცნობილმა მოდერმა ლანს მაკდონალდსმა, რომელიც ცნობილია მისი დიდი ინტერესეით PS4-ის ექსკლუზივის Bloodborne-ის მიმართ, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, სადაც წარმოგვიდგინა თამაშიდან ამოღებული რეჟიმი, სხვა და სხვა ბოსები და საბრძოლო არენები.

ლანსმა აღმოაჩინა სათამაშო რეჟიმი Boss Rush Mode. აღნიშნულ რეჟიმში მოთამაშეები უნდა შეებრძოლონ სხვა და სხვა ბოსებს სპეციალურად განკუთვნის საბრძოლო არენებზე. სულ ჯამში ლანსმა 20 ასეთი არენა აღმოაჩინა. ზოგი მათგანი იმეორებს თამაშში არსებულ არენებს, ზოგი კი სრულებით განსხვავებულია. აღნიშნული რეჟიმი მუშაობს ხარვეზებით. ზოგი მოწინააღმდეგე საერთოდ არ რეაგირებს და არენებზე არსებული კარები კი არ იხსნება.

მაკდონალდსის თქმით აღნიშნული რეჟიმი გათვალისწინებული იყო თამაშის გამოსვლის შემდგომ უფასო დამატების სახით. როგორც იცით მოდერმა ცოტა ხნის წინ განახლებული Dark Souls-ის ფაილებში აღმოაჩინა Bloodborne “Upper Cathedral Ward-ის” და ასევე Demon’s Souls-ის ერთ-ერთი რუკა Bolataria.

შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა 2015 წლის 24 მაისს, ექსკლუზიურად PS4