Assassin’s Creed: Odyssey-ის მთავარი გმირი მაგიურ შესაძლებლობებს მიიღებს

66 ნახვები

კომპანია Ubisoft-მა E3 2018-ის ღონისძიებაზე როგორც იცით Assassin’s Creed-ის ახალი სერია Odyssey გვიჩვენა. მას შემდეგ კი გვიმხელს სხვა და სხვა სიახლეებს თამაშთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია თამაშის ახალი ნაწილი Assassin’s Creed: Odyssey უნარჩვევების განვითარების სრულიად ახალ სისტემას მიიღებს, რომელიც იქნება ინოვაციების შემომტანი აღნიშნულ სერიაში. თამაშში ერთ-ერთ ცნობილ და მოთამაშეებისათვის საყვარელ შესაძლებლობას ხტომას მის გაგრძელებაშიც ვიხილავთ, თუმცა ბევრად გაუმჯობესებული ფორმით, რადგან მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ გადმოხტნენ ნებისმიერი ადგილიდან და სიმაღლიდან ისე, რომ სიცოცხლეს არ დაემშვიდობონ, თუმცა დაზიანების გარეშე ეს ვერ მოხერხდება. აღნიშნული შესაძლებლობა მოთამაშეს უნარების საბაზისო დონეზე ექნება, თუმცა როდესაც გმირი უნარის გაუმჯობესებას მეოცე დონემდე მიაღწევს მაშინ შესაძლებელი იქნება გადმოხტეთ ისე, რომ არანაირი დაზიანება არ მიაყენოთ თქვენს მთავარ გმირს. აღნიშნულ სიძლიერეს გმირი მაგიური რელიქვიის დახმარებით იღებს.

თამაშის მთავარ გმირს ასევე ექნება სხვა და სხვა არასტანდარტული შესაძლებლობები, როგორებიცაა: მაგიური ისრების სროლის შესაძლებლობა, რომელიც ანადგურებს მოწინააღმდეგის ფარებს და ხვრეტს კედლებსაც კი,  სიცოცხლის მომატება 25 % და დროის გარკვეული მონაკვეთით უხილავად დარჩენა. თამაშში ასევე გამოჩნდებიან მაგიური და მითიური ქმნილებები, თუმცა რა ფორმით ეს უცნობია.

Assassin’s Creed: Odyssey გამოდის 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.