შემქმნელებმა საომარი თემატიკის თამაშის Enlisted-ის რამოდენიმე ვიდეორგოლი გვიჩვენეს

13 ნახვები

კომპანია Darkflow Software-მა და Gaijin Entertainment-მა ახალი საომარი თემატიკის თამაშის Enlisted-ის სათამაშო პროცესის რამოდენიმე ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა. თამაშის მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს სამი ვიდეორგოლო. პირველ ორ ვიდეოზე ნაჩვენებია ნორმანდიაში შეჭრის ბრძოლები, სადაც პირველ ვიდეოზე ბრძოლები მიმდინარეობს ზღვის სანაპიროზე, ხოლო მეორეში კი უკვე ქალაქის ტერიტორიაზე. მესამე ვიდეორგოლზე კი წარმოდგენილია ბრძოლა მოსკოვისათვის. ბრძოლა მიმდინარეობს ვოლოკოლომსკის ტერიტორიაზე. აღნიშნულ ბრძოლებში შემქმნელებმა მაქსიმალურად ბევრი და სხვა და სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი წარმოგვიდგინეს, რათა მოთამაშეებს წარმოდგენა შეექმნათ, თუ რამდენად მრავალფეროვანია თამაშში შეიარაღების სისტემა.

შემქმნელები ცოტა ხანში გეგმავენ თამაშის ტესტირების გამართვას, რომელშიც მონაწილეობას Xbox One-ის მომხმარებლები მიიღებენ. აღნიშნული კონსოლის მომხმარებლებელთათვის თამაში ხელმისაწვდომი იქნება პროგრამა Xbox Game Preview-ის ფარგლებში.

შემქმნელების თქმით, მათ სურთ, რომ თამაშის ბრძოლები მაქსიმალურად რეალისტურად გამოიყურებოდეს მასში ჩართული შეიარაღებითა და აღჭურვილობით. როგორც რეალურ ბრძოლებში, ასევე თამაშშიც ბრძოლის ველზე გადამწყვეტი ფაქტორი გუნდური მოქმედებები იქნება. ყოველ მოთამაშეს ეყოლება საკუთარი გუნდი, რომლის მართვაც თავად მოუწევს.

როგორც შემქმნელები აცხადებენ თამაშის კონსოლური ვერსია 2018 წლის ბოლომდე გამოვა.