რა ვნახეთ PC Gaming Show E3 2018-ის პრესკონფერენციაზე

51 ნახვები

E3 2018-ის გამოფენაზე PC Gaming Show-ს პრესკონფერენცია გაიმართა. ჩვენ კი ტრადიციულად წარმოგიდგენთ ნაჩვენებ პროექტებს.

Neo Cab: სათავგადასავლო თამაში სტუდია Chance Agency-სგან. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მართავს ტაქსის იქამდე, სანამ არ იშოვის საკმარის თანხას, რომელიც დაკარგული შეყვარებულის საპოვნელადაა საჭირო.

 

Satisfactory: თამაშზე მუშაობს Coffee Stain Studios, რომელიც გახლავთ ცნობილი Goat simulator-ის შემქმნელი. თამაში გახლავთ სტრატეგიული, გადარჩენის ჟანრის, რომელიც პირველი შეხედვით ძალიან ჰგავს No Man’s Sky-ს.

 

Mavericks Proving Grounds: თამაში გახლავთ დღეისათვის პოპულარული Battle Royale-ის ჟანრის, რომელიც მოიცავს უზარმაზარ სათამაშო რუკას და გათვლილია 400 მოთამაშეზე.

 

Star Control: Origins: კოსმოსური სიმულატორი სტუდია Stardock-ისგან. მოთამაშეს მოუწევს ბროტად განწყობილ უცხოპლანეტელებთან ბრძოლა, რათა კაცობრიობა გადაარჩინოს. თამაში გამოდის 20 სექტემბერს.

 

The Forgotten City: თამაში გახლავთ Skyrim-ის მომხმარებლური მოდიფიკაცია, თუმცა დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა და დაიხვეწა. თამაში გახლავთ დეტექტიური ჟანრის, რომელიც 2019 წელს გამოვა გაყიდვაში.

 

Hunt: Showdown: მოქმედებითი ჟანრის თამაშში გამოჩნდება ახალი საბრძოლო იარაღები. თამაში ხელმისაწვდომია Steam-ის ონლაინ მაღზიაში.

 

Warframe: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის ახალი განახლების ტრეილერი. განახლება გამოვა ივნისის თვეში.

 

The Sinking City: ვიხილეთ ახალი ტრეილერი. შემქმნელების ინსპირაციის წყარო გახლავთ მწერალ ჰოვარდ ლავკრაფტის (Howard Lovecraft) საშინელებათა ჟანრის წიგნი. თამაშის მოვლენები ვითარდება 1920-იანი წლების ამერიკის შტატ მასაჩუსეტსის გამოგონილ ქალაქ ოკმონტში. ქალაქი ხშირი წყალდიდობების შედეგად მრავალი წლის მანძილზე დანარჩენი სამყაროსგან სრულად იზოლირებული იყო. ქალქში ჩადის დეტექტივი, რათა აწარმოოს გამოძიება. მას მოუწევს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ურთიერთობა რომლებიც არც თუ ისე კეთილგანწობილნი არიან დეტექტივის მიმართ. თამაში გამოვა PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

 

Killing Floor 2: შემქმნელებმა გვიჩვენეს თამაშის განახლების ტრეილერი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია.

Maneater: ვიხილეთ თამაშის ტრეილერი, რომელიც გახლავთ ზვიგენის სიმულატორი.

Bravery Network Online: თამაში გახლავთ როლური ჟანრის.

Morning Star: თამაში ფერმერის ცხოვრებაზე პოსტაპოკალიფსის შემდეგ.

Sable: თამაში გახლავთ სათავგადასავლო ჟანრის, რომელიც გამოვა 2019 წელს.

Star Citizen: ვიხილეთ თამაშის ტრეილერი, რომელიც მალე Alpha 3.2. განახლებაზე გადავა.

Genesis Alpha One: კოსმიური შუთერი სტუდია Team17-სგან, რომელიც გამოდის სექტემბრის თვეში.

Overwhelm: თამაში გახლავთ რეტრო სტილისტიკის, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Steam-ის ონლაინ მაღაზიაში.

Stormland: ვირტუალური რეალობის თამაში მომავლის სამყაროზე. შემქმნელი გახლავთ სტუდია Insomniac Games (Spyro, Ratchet & Clank, Sunset Overdrive).

Night Call: ტაქსის თემა აქტუალურია. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ტაქსის მძღოლი, რომელიც მგზავრებთან საუბრით ცდილობს იპოვოს სერიული მკვლელი.

The Walking Dead: სტუდია Overkill-მა თამაშის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა. თამაში გამოდის 2018 წლის 6 ნოემბერს. წინასწარი შეკვეთები კი უკვე ხელმისაწვდომია.

Don’t Starve: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის დამატების სახელად Hamlet-ის ტრეილერი. დამატება გამოდის 2018 წლის დეკემრის თვეში.

Noita: კიდევ ერთი რეტრო სტილისტიკის თამაში.

Two Point Hospital: მხიარული ჰოსპიტალის სიმულატორი.

Ooblets: თამაში პატარა საყვარელ არსებებზე. თამაში გამოვა PC და Xbox One პლატფორმებზე.

Anno 1800: ახალი თამაში Ubisoft-ისგან.

Rapture Rejects: თამაში გახლავთ Battle Royale-ის სტილში, რომელიც ეფუძნება Cyanide & Happiness-ის სერიებს.

The Walking Dead: Telltale-მა ისაუბრა თამაშის ფინალური სეზონის შესახებ, ასევე ნაჩვენები იქნა თამაშის სათამაშო პროცესის კადრებიც.

Hitman 2: შემქმნელებმა თამაშის ახალი ტრეილერი გვიჩვენეს. თამაშის ახალი სერიის მთავარი განსხვავება მის წინა სერიასთან ისაა, რომ თამაში გამოვა ერთ ძირითად ვერსიად და არა ნაწილებად, როგორც პირველი HITMAN. შემქმნელები თამაშის გამოსვლითანავე მრავალ დამატებას გვპირდებიან. HITMAN 2-ში იქნება სრულიად ახალი რეჟიმი. Sniper Assassin-ის რეჟიმში მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ მეგობრებთან ერთად კოოპერატიულ რეჟიმში შეასრულოდ დავალებები.

SEGA-მ კი საკუთარი ძველი და ახალი პროექტების ანონს ტრეილერი შემოქგვთავაზა.

პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი.