მოთამაშეებს Cyberpunk 2077 არჩევანის მაქსიმალურ თავისუფლებას სთავაზობს

82 ნახვები

როგორც იცით კომპანია CD Projekt RED-მა E3 2018-ის გამოფენაზე თამაშის Cyberpunk 2077-ის ტრეილერი წარმოგვიდგინა, ხოლო დახურულ კარს მიღმა კი თამაშის ჩვენება გამართა. როგორც ირკვევა მოთამაშეებს ექნებათ მაქსიმალური თავისუფლება საკუთარ არჩევანში.

თამაშში მრავლად იქნება RPG ჯანრის ელემენტები, რაც მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს გადაწყვეტილება საკუთარი არჩევანი მიხედვით მიიღოს და ხშირ შემთხვევაში შეიარაღებულ დაპირისპირებასაც აარიდოს თავი. თამაშში დავალებების შესრულება შესაძლებელი იქნება მრავალი სხვა და სხვა ხერხებით, ასევე მკვლელობის გარეშეც. მაგრამ თამაშის გავლა ვერ მოხერხდება ისე, რომ არ ჩაიდინოთ მკვლელობა, რადგან როგორც შემქმნელებმა განაცხადეს მიზეზი მარტივია. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ დაქირავებული მკვლელი და მისი დანიშნულება მკვლელობაა.

შემქმნელები მოთამაშეებს არჩევნის მაქსიმალურ თავისუფლებას პირდებიან.

თამაშის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია თუმცა თამაშს ყველა აქტიური პლატფორმა მიიღებს, როგორც პერსონალური კომპიუტერები, ასევე კონსოლები.