გამოქვეყნდა კომპიუტერის მონაცემები, რომელზეც Cyberpunk 2077 იქნა გაშვებული

192 ნახვები

როგორც იცით კომპანია CD Projekt RED-მა E3 2018-ის გამოფენაზე წარმოგვიდგინა მოქმედებითი, ღია სამყაროს მქონე თამაშის Cyberpunk 2077-ის ტრეილერი, ხოლო დახურულ კარს მიღმა კი გამართა თამაშის პროცესის ჩვენება.

კომპანიის წარმომადგენელმა მარჩინ ივინსკიმ განაცხადა, რომ ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო თამაშის სრული ვერსია და არა სპეციალურად სადემონსტრაციო ვერსიისათვის გამზადებული პროექტი გარკვეული შეზღუდვებით. შემქმნელებმა ასევე გაგვიმხილეს იმ პერსონალური კომპიუტერის მონაცემები, რომელზეც იქნა გაშვებული აღნიშნული თამაში დახურულ კარს მიღმა. ჩვენებაზე დამსწრე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ თამაშის პროცესი სტაბილურად ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ თამაშში ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და შესაძლოა თამაშის საფინალო ვერსიას შედარებით ნაკლები მონაცემების მქონე სისტემა ესაჭიროებოდეს.

  • ძირითადი დაფა: ASUS ROG Strix Z370-I Gaming
  • ცენტრალური პროცესორი: Intel i7-8700K 3.70 GHZ
  • ვიდეო ბარათი: Nvidia GeForce GTX 1080Ti
  • ოპერატიული მეხსიერება: G.SKILL Ripjaws V 32 გბ
  • მყარი დისკი: Samsung SSD 960 PRO