Square Enix-ის პრესკონფერენცია E3 2018-ზე

41 ნახვები

 

E3 2018-ის სცენა ასევე დაიკავა Square Enix-მა საკუთარი პრესკონფერენციით.ჩვენ კი თვალი გადავავლოთ თუ რა გვიჩვენა კომპანიამ.

Shadow of the Tomb Raider: შემქმნელებმა წარმოგვიდინეს სათამაშო პროცესის ვიდეო, რომელზეც ვიხილეთ ლარას სისხლიანი და მამაცური ბრძოლები. როგორც შემქმნელები იუწყებიან ლარამ თამაშის წინა ნაწილებიდან ბევრი რამ ისწავლა. შემქმნელებიც თქმით მომავალში ლარა შეისწავლის წყალქვეშა მღვიმეებს და სხვა და სხვა წყალქვეშა ადგილებს. ასევე დაგვპირდნენ, რომ თამაში ტრილოგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური  იქნება.

თამაში გამოდის 2018 წლის 14 სექტემბერს.

Final Fantasy XIV: ვიხილეთ თამაშის დამატების stormblood-ის ტრეილერი.

The Awesome Adventures of Captain Spirit: თამაშის მთავარი გმირი გახლავთ 10 წლის მეოცნებე ბიჭუნა კრისი, რომელიც ყველა ბავშვის მსგავსად სუპერგმირობაზე ოცნებობს. თამაში გახლავთ Life is Strange-ს მეორე სეზონის პროლოგი. თამაში გამოვა 2018 წლის 26 ივნისს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაში იქნება აბსოლუტურად უფასო.

Dragon Quest XI: ვიხილეთ თამაშის ტრეილერი.თამაში გამოდის 2018 წლის 4 სექტემბერს, PS4 პლატფორმაზე.

Babylon’s Fall: ახალი თამაში, რომელზეც მუშაობს Platinum Games-ი (NieR: Automata, Bayonetta). თამაში გამოვა 2019 წელს PC და PS4 პლატფორმებზე.

NieR: Automata Become as Gods Edition: თამაში Xbox One პლატფორმაზე 2018 წლის 26 ივნისს გამოვა და მასში ჩაშენებული იქნება ყველა აქამდე გამოსული დამატება.

Octopath Traveler: თამაში გამოდის 2018 წლის 13 ივლისს, Nintendo Switch პლატფორმაზე.

Just Cause 4: თამაშში შევხვდებით ამინდის სხვა და სხვა პირობებს და განსხვავებულ დეკორაციებს. თამაში გამოდის 2018 წლის 4 დეკემბერს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

The Quiet Man: დაანონსდა ახალი თამაში, რომელზეც მუშაობს Human Head Studios (Prey). თამაში გამოდის РС და PS4 პლატფორმებზე. თამაშზე დამატებით ინფორმაციას აგვისტოს თვეში შევიტყობთ.

Kingdom Hearts III: სორა, გუფი და დონალდი აღმოჩნდებიან მულტფილმ Frozen-ის სამყაროში, სადაც შეხვდებიან მულტფილმის მთავარ გმირებს და სხვა პერსონაჟებს. თამაში გამოდის 2019 წლის 19 იანვარს, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი