Devolver Digital-ის მხიარული პრესკონფერენცია E3 2018-ზე

51 ნახვები

 E3 2018-ის გამოფენაზე, დამოუკიდებელი გამომცემლობა Devolver Digital, დამსწრე საზოგადოებისა და სრულიად მოთამაშეთა სამყაროს წინაშე, მხიარული პრესკონფერენციით წარსდგა. გამომცემლობამ სულ სამი თამაში გვიჩვენა, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ.

SCUM: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს პროექტის ტრეილერი და მცირე ვიდეო სათამაშო პროცესიდან. თამაში გახლავთ სისხლიანი ტელეშოუ. მოთამაშეები მოირგებენ პატიმრების როლს, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ გადარჩენისათვის იბრძოლებენ, თამაშის ღია სამყაროში. მაყურებლებს კი შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ ფავორიტს სხვა და სხვა საჩუქრებით დაეხმარონ  თამაშში, რათა გაიმარჯვონ და სიკვდილის შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ თამაშს.

თამაში ნაადრევი სტადიით 2018 წლის აგვისტოს თვეში გამოვა, Steam-ის ონლაინ მაღაზიაში.

Metal Wolf Chaos: თამაშის შემქმნელი გახლავთ From Software. თამაში პირველად 14 წლის წინ გამოვიდა და ხელმისაწვდომი გახლდათ მხოლოდ Xbox პლატფორმაზე. კონფერენციაზე კი ვიხილეთ თამაშის განახლებული ვერსია, რომელიც გამოდის 2018 წლის ბოლომდე, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაში მიიღებს გაუმჯობესებულ გრაფიკას, გაფართოებას 4K  16:9 ფორმატით, ასევე განახლებულ სათამაშო პროცესს და პროგრესის შენახვის სისტემას.

My Friend Pedro: თამაში გახლავთ ორგანზომილებიანი მოქმედებითი ჟანრის. პედრო გახლავთ ბანანი, რომელიც თამაშის გმირის გონებაში ცხოვრობს და მას სხვა და სხვა დავალებებს აძლევს. თამაში გამოდის 2019 წლის დასაწყისში, PC და Nintendo Switch პლატფორმებზე.

Devolver Digital-მა ასევე წარმოგვიდგინა საკოლექციო კრიპტოვალუტა ლუტბოქსკოინი (Lootboxcoin), რომელიც 150 $ ღირს.