რა გვიჩვენა Microsoft-მა E3 2018-ზე

32 ნახვები

რამდენიმე საათის წინ Microsoft-მა წარმოგვიდგინა საკუთარი სინტერესო და ამაღელვებელი პრესკონფერენცია E3 2018-ის ფარგლებში. ჩვენ კი მიმოვიხილოთ რა გვიჩვენა კომპანიამ.

Halo Infinite: ბრიფინგი გახსნა ყველასათვის ცნობილი სერიის Halo-ს ახალმა ნაწილმა. შემქმნელებმა გვიჩვენეს მხოლოდ ტრეილერი, სხვა ვრცელი ინფორმაცია არ გაუზიარებიათ, თუმცა ვიცით, რომ თამაში იმუშავებს ახალ ძრავაზე slipspace-ზე, რომელიც 343 Industries-მა შეიმუშავა სპეციალურად Xbox One-სა და Windows 10-სათვის.

Ori and the Will of the Wisps: თამაში გამოდის 2019 წელს, Xbox One-სა და PC პლატფორმებზე.

Sekiro: Shadow Die Twice: თამაშის მოვლენები ვითარდება შუა საუკუნეების იაპონიაში. გამომცემელი გახლავთ Activision. თამაში გამოდის 2019 წელს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Fallout 76: შემქმნელებმა თამაშის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინეს. ახალი თამაში იქნება ყველაზე მასშტაბური ღია სამყაროს მქონე სერიის ისტორიაში. მისი ფართობი Fallout 4-თან შედარებით ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. თამაშის მოვლენები ვითარდება ატომური აფეთქებიდან 25 წლის შემდეგ. Bethesda Game Studios-ის თამაშების დიზაინერმა ტოდ ჰოვარდმა ასევე განაცხადა, რომ Xbox Game Pass-ის ბიბლიოთეკაში უკვე ხელმისაწვდომია Fallout 4.

The Awesome Adventures of Captain Spirit: Square Enix-მა და ფრანგულმა სტუდიამ Dontnod-მ თამაშის ტრეილერი წარმოგვიდგინეს. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ 10 წლის მეოცნებე ბიჭუნა კრისი, რომელიც ყველა ბავშვის მსგავსად სუპერგმირობაზე ოცნებობს. თამაში გახლავთ Life is Strange-ის მეორე სეზონის პროლოგი. თამაში გამოვა 2018 წლის 26 ივნისს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაში იქნება აბსოლუტურად უფასო.

NieR: Automata Become as Gods Edition: თამაში Xbox One პლატფორმაზე 2018 წლის 26 ივნისს გამოვა და მასში ჩაშენებული იქნება ყველა აქამდე გამოსული დამატება.

Metro: Exodus: ცნობილმა სტუდია 4A Games-მა თამაშის სათამაშო პროცესის ამსახველი ტრეილერი წარმოგვიდგინა. ვიდეოზე ვიხილეთ სხვა და ახვა ადგილები, გასხვავებული იარაღები და მათი სხვა და სხვა კონფიგურაციის შესაძლებლობები, ამინდის დინამიური ცვლილებები და ბრძოლის კადრები, როგორც ადამიანებთან ასევე სხვა და სხვა ტიპის მონსტრებთან.

თამაში გამოდის 2019 წლის 22 თებერვალს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Kingdom Hearts III: სორა, გუფი და დონალდი აღმოჩნდებიან მულტფილმ Frozen-ის სამყაროში, სადაც შეხვდებიან მულტფილმის მთავარ გმირებს და სხვა პერსონაჟებს. თამაში გამოდის 2019 წლის 19 იანვარს, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Sea of Thieves: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს ორი დიდი განახლება. პირველი Cursed Sails, რომელიც გამოვა ივლისში და მეორე Forsaken Shores, რომელიც ხელმისაწვდომი სექტემბრის თვეში გახდება.

Battlefield V: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის სიუჟეტური ხაზის ტრეილერი.

Forza Horizon 4: თამაშის ახალ ნაწილში მოქმედებები ვითარდება ინგლისში. თამაშის უმთავრესი თვისება კი გახლავთ ამინდის და წელიწადის დროის დინამიური ცვლილება, რომელიც ავტომობილის მოძრაობაზე საგრძნობლად იმოქმედებს. კონსოლ Xbox One X-ზე თამაში წარმოდგენილი იქნება 60 კადრით წამში. თამაში გამოდის 2018 წლის 2 ოქტომბერს, РС და Xbox One პლატფორმებზე. თამაშს გამოსვლისთანავე მიიღებენ Xbox Game Pass-ის სერვისის გამომწერები.

We Happy Few: თამაშის მოვლენები ვითარდება 1960-ანი წლების რეტროფუტურისტულ ლონდონში. თამაშზე მუშაობს სტუდია Compulsion Games. თამაში გამოდის 2018 წლის 10 აგვისტოს.

PUBG: შემქმნელებმა თამაშის კონსოლური ვერსიის ტრეილერი წარმოგვიდგინეს. ცოტახანში ხელმისაწვდომი იქნება ახალი რუკა Sanhok,მოგვიანებით War Mode, ხოლო ზამთარში გამოჩნდება დათოვლილი რუკაც.

Tales of Vesperia: დაანონსდა თამაშის განახლებული ვერსია, რომელიც გამოვა 2018 წლის ზამთარში.

Tom Clancy’s The Division 2: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის სიუჟეტური ხაზის ტრეილერი, ხოლო შემდეგ კი გვიჩვენეს თავად თამაშის პროცესის ვიდეო. მოვლენები ვითარდება ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში. თამაში გამოდის 2019 წლის 15 მარტს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაშის გამოსვლამდე კი გაიმართება თამაშის ტესტირება. მონაწილეობის მსურველებმა კი თამაშის ოფიციალურ საიტზე უნდა შეავსონ განაცხადი.

Shadow of the Tomb Raider: შემქმნელებმა თამაშის ტრეილერი წარმოგვიდგინეს, რომელიც თამაშის პროცესშია შესრულებული. თამაში გამოდის 2018 წლის 14 სექტემბერს.

Session: ახალი თამაში სკეიტბორდინგის მოყვარულებისათვის. შემქმნელების შთაგონებად იქცა სკეიტბორდინგის ოქროს ეპოქა, 90-ანი მიწურული. თამაში გამოდის Xbox One და PC პლატფორმებზე.

Black Desert: ცნობილი MMORPG. თამაშის ბეტა ტესტირება Xbox One პლატფორმაზე 2018 წლის შემოდგომით დაიწყება.

Devil May Cry 5: თამაში გახლავთ პირდაპირი გაგრძელება აღნიშნული სერიებისა. თამაში გამოდის 2019 წელს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

The Delicious Last Course: დამატება Cuphead-ისათვის, ახალი ბოსებითა და სათამაშო პერსონაჟებით. დამატება გამოდის 2019 წელს.

Tunic: ახალი თამაში, რომლის შემქმნელების შთაგონებადაც The Legend of Zelda გახდა. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ პატარ მელაკუდა. თამაში გახლავთ Xbox One-ის დროებითი ექსკლუზივი.

Jump Force: დაანონსდა ახალი ანიმე ჟანრის საბრძოლო თამაში, სადაც შევხვდებით გმირებს ისეთი ანიმე პროექტებიდან როგორებიცაა: Naruro, One Piece, Dragon Ball და Death Note. თამაში გამოდის 2019 წელს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Dying Light 2: შემქმნელებმა პირველი პირის, ზომბი აპოკალიფსის, კოოპერატიული ჟანრის თამაშის მეორე ნაწილის ტრეილერი და სათამაშო პროცესის ვიდეო გვიჩვენეს. თამაშის მეორე ნაწილში მოთამაშე მრავალი მორალური გადაწყვეტილებების წინაშე წარსდგება. რომლებიც ზეგავლენას იქონიებს როგორც პერსონაჟებსა და სიუჟეტურ ხაზზე ისევე თამაშის ზოგიერთ ლოკაციაზეც.

Battletoads: თამაში გახლავთ ლოკალურიკოოპერატივი, რომელიც გათვლილია სამ მოთამაშეზე. თამაში გამოდის 2019 წელს, РС და Xbox One პლატფორმებზე.

Just Cause 4: Square Enix-მა თამაშის სერიირ მეოთხე ნაწილი წარმოგვიდგინა.ახალ თამაშში შევხვდებით ამინდის სხვა და სხვა პირობებს და განსხვავებულ დეკორაციებს. თამაში გამოდის 2018 წლის 4 დეკემბერს, РС, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Gears of War: შემქმნელებმა აღნიშნული სერიიდან 3 ახალი თამაში წარმოგვიდგინეს.

1: Gears POP. თამაში გამოვა 2019 წელს, iOS და Android პლატფორმებზე.

2: Gears Tactics. თამაშის მოვლენები ვითარდება Gears of War-ის პირველ თამაშამდე 11 წლით ადრე. მოთამაშეს მოუწევს საბრძოლო გუნდის ჯარისკაცების მართვა.თამაშში ხელმისაწვდომი იქნება პერსონაჟების მასშტაბური ქასტომიზაცია და საინტერესო სიუჟეტი.

3: Gears of War 5 The Coalition. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ქეითი, რომელსაც კოშმარები ტანჯავს. პასუხების საძიებლად კი პლანეტის ყველაზე სახიფათო ადგილას მიემგზავრება. თამაში გამოდის 2019 წელს, Xbox One და PC პლატფორმებზე.

Cyberpunk 2077: შემქმნელმა კომპანიამ CD Projekt RED წარმოგვიდგინა თამაშის ახალი ტრეილერი.

Microsoft-ის პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი.