რა გვიჩვენა Bethesda-მ Е3 2018-ზე

64 ნახვები

EA-სა და Microsoft-ის  პრესკონფერენციების შემდეგ Е3 2018-ის ფარგლებში სცენა კომპანია Bethesda-მ დაიკავა, სადაც როგორც უკვე ნაცნობი თამაშები ასევე სრულიად ახალი პროექტებიც წარმოგვიდგინა.

რა გვიჩვენა Bethesda-მ Е3 2018-ზე

Rage 2: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის სათამაშო პროცესის ვიდეო, სადაც თამაშის სხვა და სხვა ელემენტების დემონსტრირება ვიხილეთ, ასევე ბრძოლის კადრები სხვა და სხვა იარაღებიდან და შეჯავშნული საბრძოლო ავტომობილებიდან. თამაში გამოდის 2019 წლის გაზაფხულზე.

The Elder Scrolls: Legends: Bethesda-მ გვიჩვენა card games ჟანრის თამაშის ახალი ტრეილერი. თამაში წლის ბოლომდე მიიღებს მასშტაბურ ვიზუალურ განახლებას, ასევე ხელმისაწვდომი იქნება კონსოლურ პლატფორმებზე PS4, Xbox One და Nintendo Switch-ზე.

The Elder Scrolls: Online Summerset: შემქმნელებმა თამაშის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინეს. თამაში უკვე ხელმისაწვდომია PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

DOOM: Eternal: ვიხილეთ ცნობილი სერიის, ახალი ნაწილის მცირე დამაანონსებელლი ტრეილერი. ამჯერად თამაშის მოვლენები ჯოჯოხეთურ დედამიწაზე მიმდინარეობს. თამაშის მსოფლიო პრემიერა შედგება აგვისტოს თვეში ღონისძიებაზე QuakeCon.

Quake Champions: თამაშის ფანებს შესაძლებლობა ეძლევათ აბსოლუტურად უფასოდ ითამაშონ Steam პლატფორმის დახმარებით, 10-და 17 ივნისამდე. იმისათვის, რომ თამაში სამუდამოდ დარჩეს თქვენს ბიბლიოთეკაში საჭიროა ერთი კვირის მანძილზე ითამაშოთ თამაში.

Prey Mooncrash: შემქმნელებმა წარმოგვიდგინეს თამაშის დამატების ტრეილერი. აღნიშნული დამატება უკვე ხელმისაწვდომია PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაშის ყოველი ახალი გაშვებისას ცვლილებას მიიღებს დაგებული ხაფანგები, შეიცვლება მტრების განლაგება და რუკის სტრუქტურა. ასევე ხელმისაწვდომი იქნება მრავალმომხმარებლური რეჟიმი ექვსი მოთამაშით.

Wolfenstein Youngblood: თამაშის მოვლენები ვითარდება 80-ანი წლების პარიზში. მთავარი მოქმედი გმირები, კი თამაშის გასული სერიების მთავარი გმირის ბლესკოვიცის ტყუპი ქალიშვილები არიან, რომლებიც დაკარგული მამის საძებნელად მიემართებიან. თამაში გამოვა 2019 წელს PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Fallout 76: როგორც ოფიციალურად დადასტურდა თამაში იქნება ორიენტირებული მრავალმომხმარებლურ რეჟიმზე და საჭიროებს მუდმივ კავშირს ინტერნეტთან.თამაშის გავლა ასევე შესაძლებელია ერთი მოთამაშით, თუმცა ეს გაცილებით რთული იქნება, ვიდრე მეგობრების წრეში.

თამაშში იქნება 6 სრულიად დამოუკიდებელი რეგიონი, რომლებიც განსხვავებულნი არიან, როგორც არქიტექტურით, ასევე მონსტრებითა და დამატებითი დავალებებით. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება მშენებლობა. მოთამაშეს რუკის ნებისმიერ ადგილას შეეძლება დასახლების გაშენება. თამაშში ასევე იქნება ატომური რაკეტების გასაშვები ადგილები, მათზე კონტროლის მოსაპოვებლად კი თქვენ მოგიწევთ გამშვები კოდის მოძიება.

თამაში გამოდის 2018 წლის 14 ნოემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

Fallout Shelter: თამაში გამოვა PS4 და Nintendo Switch პლატფორმებზე.

The Elder Scrolls: Blades: ახალი თამაში მობილური პლათფორმებისათვის. შემქმნელების თქმით თამაშში იქნება ყველაფერი, რითაც მოთამაშეებმა The Elder Scrolls შეიყვარეს. თამაშში იქნება მასშტაბური ღია სამყარო, რომელშიც ხელმისაწვდომი იქნება უამრავი დამატებითი დავალება. ასევე შესაძლებელი იქნება საკუთარი ქალაქის მშენებლობა. შემქმნელები გვპირდებიან, რომ თამაში გამოვა ყველა შესაძლო პლატფორმაზე, პერსონალურ კომპიუტერებზე, კონსოლურ პლატფორმებზე და ვირტუალური რეალობის სათვალეებისათვის, რომელთაც ერთი საერთო ქსელი ექნებათ. სმარტფონებისათვის კი სპეციალური ინტერფეისის დახმარებით შესაძლებელი იქნება თამაშის ერთი ხელით წარმართვა.

Starfield: ტოდ ჰოვარდის გუნდი მუშაობს ახალ პროექტზე. პროექტი გახლავთ პირველი პირადი ინტელექტუალური საკუთრება 25 წლის მაძილე. პროექტს მალე ვიხილავთ.

პრეს კონფერენციის მიწურულს კი გვიჩვენეს The Elder Scrolls VI-ის ტიზერ ტრეილერი.

Bethesda-ს Е3 2018-ს პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი