Sony-იმ ახალი დეტექტიური ჟანრის თამაში Twin Mirror წარმოგვიდგინა

8 ნახვები

კომპანია Sony აგრძელებს მოთამაშეებისათვის გეგმიური ახალი ამბების წარდგენას. ფრანგულ სტუდია Dontnod-თან ერთად წარმოგვიდგინა ახალი სათავგადასავლო, დეტექტიური ჟანრის თამაში Twin Mirror. თამაშზე ასევე მუშაობს Bandai Namco.

თამაშის მოვლენები ამერიკის შტატის ვირჯინიის პატარა ქალაქ ბასვუდში ვითარდება. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ 33 წლის ჟურნალისტი სემი, რომელიც საკუთარი მეგობრის გარდაცვალების გამო დეპრესიაში მყოფი მიემგზავრება, მშობლიურ ქალაქში. სემის ცხოვრება მკვეთრად იცვლება როდესაც იღვიძებს სასტუმროს ნომერში და არაფერი ახსოვს, გვერდით კი საკუთარ პერანგს ხედავს, რომელიც სისხლშია ამოსვრილი. მოთამაშეებს კი წინ ნამდვილად საინტერესო და არასტანდარტული გამოძიება ელით.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2019 წლისთვის, PS4, Xbox One-სა და РС პლატფორმებზე.