თამაშების გამოფენაზე Indigo 2018 ორი ქართული თამაში გაემგზავრება

53 ნახვები

ჰოლანდიური თამაშების გამოფენაზე Indigo 2018, რომელიც 29 ივნისს გაიმართება ორი ქართული თამაში VR table sports და Bolt storm მიიღებენ მონაწილიობას.

VR table sports რომლის შემქმნელიც გახლავთ HappyBat, არის სპორტული სამაგიდო თამაშების კრებული, რომელშიც შედის Foosball, Ping-pong და Air Hockey. შემქმნელების თქმით მომავალში თამაშის განახლებას გეგმავენ, რაც თამაშს დამატებით სხვა სამაგიდო თამაშებს შემატებს. HappyBat-ისთვის ეს გახლავთ პირველი პროექტი და მათთვის პირველი საერთაშორისო პროექტზე სწორედ მას წარადგენენ.

მეორე თამაში გახლავთ Bolt storm, Kuality Games-ისგან. თამაში გახლავთ Dungeon Crawler-ის ჟანრის. მოთამაშე არის მეფის როლში და მისი დავალებაა შემოიკრიბოს ძლიერი არმია და წარმატებით აწარმოოს ბრძოლები. აღნიშნულ თამაშზე მუშაობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ამ დროისათვის თამაში ბეტა სტადიაში გადასვლის ეტაპზეა.

ვინც არ იცით კი ორიოდ სიტყვით გეტყვით რა არის Indigo აღნიშნული გამოფენა ტარდება Dutch Game Garden-ის (DGG) მხარდაჭერით, რომელიც გახლავთ ვიდეო თამაშების ინკუბატორი და ბიზნეს ცენტრი, რომელიც მდებარეობს ჰოლანდიაში. მათი მიზანია ქვეყნის თამაშების ინდუსტრიის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და დამწყები კომპანიებისათვის ხელის შეწყობა.

გამოფენა Indigo კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გამოფენაში მონაწილეობას 40 საუკეთესო შერჩეული თამაში ღებულობს, რომლებსაც როგორც ჰოლანდიური ასევე სხვა და სხვა ქვეყნის გუნდები წარმოადგენენ. გამოფენის გამარჯვებული გუნდი კი მიიღებს საკუთარი პროექტისათვის საჭირო ხელშეწყობას.