გამოქვეყნდა Dead or Alive 6-ის ტრეილერი

32 ნახვები

კომპანია Koei Tecmo-მ ცნობილი საბრძოლო ჟანრის თამაშის Dead or Alive-ის ახალი მეექვსე ნაწილის ტრეილერი წარმოგვიდგინა. თამაშზე მუშაობს Team Ninja. ახალი ნაწილს  ასევე გააჩნია ახალი სათამაშო ძრავა, რომლის დახმარებითაც შემქმნელებს შესაძლებლობა აქვთ მაღალ დონეზე და დეტალურად დაამუშავონ პერსონაჟების გარეგნობა, ასევე მაქსიმალურად რეალისტური გახადონ პერსონაჟების ირგვლივ საბრძოლო არენაზე სხვა და სხვა დეტალების განადგურება.

თამაშის ახალ ნაწილში დაბრუნდება რამოდენიმე ნაცნობი მებრძოლი, თუმცა შემქმნელების თქმით თამაში მუშავდება სრულიად ახალი მოთამაშეებისათვის, რომლებიც არ იცნობენ აღნიშნულ სერიას.  თამაშის ახალ ნაწილში ვიხილავთ მრავალ კომბინირებულ შეტევებს და სანახაობრივ საბრძოლო ხელოვნებას.

 

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2019 წლის დასაწყისში, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.