Xbox-ის ახალი თაობის კონსოლი 2020 წელს გამოვა

58 ნახვები

როგორც იცით Microsoft-ის პრეს კონფერენციაზე, რომელიც Е3 2018-ის ფარგლებში გუშინ გაიმართა, Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა დაგვიდასტურა, რომ კომპანია მუშაობს ახალი თაობის კონსოლზე. თუმცა უფრო მკვეთრი და კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია.

ცოტა ხნის წინ კი პორტალ Thurrott-ის რედაქტორმა ბრედი სემსმა განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას Xbox-ის ახალი თაობის კონსოლის შესახებ. მისი თქმით კომპანიის ახალი კონსოლი გაყიდვაში 2020 წელს გამოვა, ასევე განაცხადა, რომ პროექტი ცნობილია სახელწოდებით Scarlett. მისი თქმით კომპანია ასევე გეგმავს სხვა მოწყობილობების გაყიდვაში გაშვებას ამავე წელს.

ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია კონსოლთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ახალი კონსოლი სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს მისი წინამორბედი მოწყობილობის თამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტები ახალი თაობის კონსოლების გამოჩენას სწორედ 2020 წლისათვის ვარაუდობენ. როგორც იცით ცოტა ხნის წინ მომავალი თაობის კონსოლის გამოსვლის თარიღზე თავად Sony-ის თანამშრომელმაც მიგვანიშნა.