HITMAN 2 – პირველი ტრეილერი, დეტალები და სისტემური მოთხოვნილებები

31 ნახვები

ცოტა ხნის წინ Warner Bros Games-მა და HITMAN-ის ოფიციალურმა ტვიტერ გვერდებმა მინიშნებები მოგვცეს, ახალი თამაშის შესახებ. რამოდენიმე საათის წინ კი კომპანია IO Interactive-მ ოფიციალურად დააანონსა თამაში, HITMAN 2 და პირველი ტრეილერიც გვიჩვენა.

შემქმნელებმა თამაშის პირველ ტრეილერში გვიჩვენეს აგენტი 47-ს ახალი დავალება, რომლის შესრულებაც განსხვავებული მეთოდების გამოყენებითაა შესაზლებელი. მისი დავალებაა გაანადგუროს სამიზნე, პირდაპირ ავტორბოლის მიმდინარეობისას.

 

 

შემქმნელების თქმით, თამაშის ახალი სერიის მთავარი განსხვავება მის წინა სერიასთან ისაა, რომ თამაში გამოვა ერთ ძირითად ვერსიად და არა ნაწილებად, როგორც პირველი HITMAN. შემქმნელები თამაშის გამოსვლითანავე მრავალ დამატებას გვპირდებიან. HITMAN 2-ში იქნება სრულიად ახალი რეჟიმი. Sniper Assassin-ის რეჟიმში მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ მეგობრებთან ერთად კოოპერატიულ რეჟიმში შეასრულოდ დავალებები.

center>

თამაში გამოდის 2018 წლის 13 ნოემბერს, PC (Steam), PS4 და Xbox One პლატფორმებზე.

შემქმნელები თამაშის სისტემურ მოთხოვნილებებსაც აქვეყნებენ PC პლატფორმის მომხმარებელთათვის.

მინიმალური სისტემურიმოთხოვნილებები:

  • ოპერაციული სისტემა: Windows 7 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: AMD Phenom II X4 940 ან Intel Core i5-2500K 3.3 GHZ
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 გბ
  • ვიდეო ბარათი: AMD Radeon HD 7870 ან NVIDIA GeForce GTX 660
  • DirectX 11
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე: 60 გბ

 

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა: Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი: AMD FX-8350 4 GHZ ან Intel Core i7 3770 3,4 ghz
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 გბ
  • ვიდეო ბარათი: AMD Radeon R9 290 ან Nvidia GeForce GTX 770