Digital Dragons : X Morph Defense

Digital Dragons : X Morph Defense

18 ნახვები

კიდევ ერთი თამაში რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ფრიად საინტერესო Tower Defense ტიპის თამაში – X Morph Defence აღმოჩნდა, სადაც მოთამაშე ადამიანების მოდგმისთვის არც თუ ისე კარგ საქმეს აკეთებს. მოთამაშე არის უცხოპლანეტელი, რომელიც დედამიწას ესხმის თავს. რა თქმა უნდა ამას ადამიანები სიხარულით არ შეხვდებიან და თავიანთ არმიას გამოიყვანენ უცხოპლანეტელთა ძალების უკუსაგდებად. თქვენი მიზანია დაიცვათ თქვენი ბაზები ადამიანებისგან ნებისმიერი გზით, რომელთა არჩევანსაც თამაში გვაძლევს. ი თქვენ შეგიძლიათ მოწინააღმდეგეებს გზები გადაუკეტოთ სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების საშუალებით, დაუდგათ კოშკები, შექმნათ ენერგეტიკული ბარიერები ან იმის გამო რომ თამაშს აქვს ძალიან დახვეწილი ფიზიკის ძრავი შეგიძლიათ მაღალსართულიანი ცათამბჯენი ჩამოშალოთ და მისი ნანგრევებით ჩაქოლოთ გზა. ფიზიკა კი თამაშში იმდენად დახვეწილია დეტალებში, რომ ხეების თავზე გადაფრენისას ისინი შესაბამისად ირხევიან, წყალიც შესაბამისად იქცევა და აქვს თავისი სიმკვრივე, რაც იმაში გამოიხატება რომ მასში მოხვედრილი ნებისმიერი დეტალი იქცევა შესაბამისად, ხე ტივტივებს, ხოლო ქვა იძირება.

აუცილელბად იხილეთ ინტერვიუ თამაშის შემქმნელთან:

თამაშის ტრეილერი

იხილეთ მეტი და დაუბრუნდით ჩვენს მეგა პოსტს Digital Dragons-ზე!