Digital Dragons : Take me home

Digital Dragons : Take me home

11 ნახვები

ინდი თამაშის ჩვენებაზე დიდი შთაბეჭდილება ვერც ერთმა თამაშმა ვერ მოახერხა, გარდა ერთი სტენდისა. როდესაც ამ სტენდს მივუახლოვდით ჯერ უბრალოდ გაკვირევებულები ვუყურებდით მოთამაშე პირებს, ჯერ კლავიატურასა და მაუსს ვეძებდით, შემდეგ გეიმპადს ან რაიმე სახის ფიზიკურ კონტროლერს, მაგრამ ვერაფერი ესეთი ვერ შევნიშნეთ. შემდეგ კი თვალში მოგვხვდა Tobii Eye Tracker და ყველაფერი ნათელი გახდა. ეს პატარა პლატფორმერი თამაში, კონტროლერად იყენებდა მოთამაშის თვალებს, სადაც მოთამაშის მისიაა პატარა საყვარელი ბურთი თამაშის ტურის ბოლომდე დაუზიანებლად გაეყვანა. თვალებით კი სხვადასხვა პლატფორმების გააქტიურება და ხაფანგების განეიტრალება გვევალება, რაც მინდა ვთქვა რომ არც თუ ისე მარტივია, რადგანაც თვალის წამიერი მოცილება საჭირო თრიგერიდან გამოიწვევს ჩვენი საყვარელი პროტაგონისტის სიკვდილს. ამ თამაშის ერთ-ერთ შემქმნელს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში:

დაუბრუნდით მეგა პოსტს Digital Dragons-ზე და გაიგეთ მეტი!