Digital Dragons : Landlord and Big Dots

Digital Dragons : Landlord and Big Dots

29 ნახვები

პირველი სართულის დათვალიერებისას შეუძლებელი იყო რომ ამ უზარმაზარი ეკრანებით გაწყობილი სტენდისთვის რომელზეც უამრავი გრაფა იყო წარმოდგენილი თავი აგერიდებინა. ეს იყო რეალურ სამყაროში არსებული ობიექტების და თამაშის მომხმარებლების ანალიზების მიერ შექმნილი სტატისტიკა, რომელიც რეალურ დროში აჩვენებდა თუ რომელ ობიექტს ვინ ფლობდა. Landlord Go არის ერთგვარი მონოპოლიის ტიპის თამაში, მაგრამ მაგიდაზე კამათლებით თამაშის მაგივრად აქ რეალურ სამყაროში არსებულ ადგილებს ყიდულობ და ყიდი. ყოველი ადამიანი რომელიც იმ ადგილს სტუმრობს რაც შენს საკუთრებაშია გაძლევს ფულს, ოღონდ ამისთვის სტუმარს უნდა ქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ინტერნეტთან კავშირშია და დაინსტალებული აქვს Google Plus, Foursquare ან Facebook. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია ახალი საძიებო ძრავის საშუალებით რომელსაც Big Dots ქვია. იგი აღწერს ყველანაირ ინფორმაციას სხვა და სხვა წყაროების საშუალებით, აანალიზებს და ტექსტურ-ვიზუალური სახით გვაჩვენებს სასურველ ინფორმაციას. თუ გაინტერესებთ დაწვრილებით როგორ მუშაობს Landlord Go და Big Dots-ის საძიებო სისტემა შეგიძლიათ იხილოთ ინტერვიუ რომელიც Digital Dragons-ზე ყოფნისას ჩავწერეთ:

უფრო მეტი ინფორმაციისათვის რომელიც ვენატუსმა Digital Dragons-იდან ჩამოგიტანათ ეწვიეთ ლინკს.