Digital Dragons : Free Blades

Digital Dragons : Free Blades

15 ნახვები

Big Dots-ის სტენდის მოპირდაპირე მხარეს, იყო ერთი საინტერესო მექანიკის მქონე Beat’em’up სტილის თამაშის – Free Blades-ის საჩვენებელი სტენდი. თამაში შესაძლებელია რომ ითამაშო, როგორც მარტომ, ასევე მეგობართან ერთად კოოპერაციულ რეჟიმში. თამაში შუასაუკუნეების აზიურ სტილშია შექმნილი, სადაც მოთამაშე ირჩევს ორი პერსონაჟიდან ერთ-ერთს და იბრძვის სხვადასხვა ტიპის ნინძების წინააღმდეგ. თამაში გამორჩეულია თავისი ბრძოლის უნიკალური მექანიკით, რომელსაც FreeFlow სისტემა დაარქვევს. მოთამაშის დარტყმები კონტროლერის მარჯვენა სტიკის მიმართულებების გამოყენებით რეგისტრირდება, რაც საინტერესო სათამაშოს ხდის ამ თამაშს.

იხილეთ ვიდეო ინტერვიუ თამაშის დეველოპერთა გუნდის წევრთან:

იხილე მეტი Digital Dragons-ზე ჩვენს მეგა პოსტში!