Digital Dragons: ინტერვიუ მარჩინ პჟიბილოვიჩთან – The Witcher-ის სერიების მთავარ კომპოზიტორთან

Digital Dragons: ინტერვიუ მარჩინ პჟიბილოვიჩთან – The Witcher-ის სერიების მთავარ კომპოზიტორთან

109 ნახვები

– გამარჯობა. ჩვენ ვიმყოფებით მარჩინ პჟიბილოვიჩთან ერთად, რომელიც არის The Witcher-ის სერიების მთავარი კომპოზიტორი. გამარჯობა მარჩინ. მე შენი ნამუშევრების დიდი გულშემატკივარი ვარ, არამარტო მე, არამედ ჩვენი გუნდის ყველა წევრიც. ჩვენ უზომოდ გაგვიხარდა რომ მოგვეცა შანსი თქვენთან ინტერვიუს ჩაწერისა და გვინდა გელაპარაკოთ ყველაფერზე რაზეც კი გიმუშავიათ CD Projekt-ში. მაშ ასე. პირველი კითხვა. როგორი გრძნობაა რომ ხართ witcher-ის სერიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. თამაშის ატმოსფეროს შექმნა თქვენი მუსიკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. როგორი გრძნობაა როდესაც ქმნი ასეთ გასაოცარ თამაშს?

– ნუ რათქმაუნდა ეს ძალიან კარგი გრძნობაა მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ რომ witcher-ზე მუშაობა ჩემი ოცნება იყო. ახლაც მახსოვს 2007 წელს პოლონური ახალი ამბების არხს ვუყურებდი და როდესაც გავიგე რომ კეთდებოდა თამაში რომელიც ასე მნიშვნელოვანია პოლონური კულტურისთვის, მაშინ გადავწყვიტე რომ მინდოდა მემუშავა ასეთ თამაშზე. სულ მქონდა სურვილი რამენაირად ჩემი წვლილიც შემეტანა ამ საქმეში და რამოდენიმე წელიწადში ეს შანსი მომეცა.

რა იყო ყველა რთული ნაწილი თქვენი მუშაობის პროცესში?

– სირთულეები ბევრი იყო. იმით დავიწყოთ რომ witcher-ი არის ყველზე დიდი თამაში რაზეც მე ოდესმე მიმუშავია ჩემზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. თავიდან პერსონალი ნაკლებობის გამო, გუნდის წევრებს გვიწევდა რამდენიმე სხვადასხვა პროფესიის შეთავსება რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა. ასევე ძალიან რთული იყო სხვადასხვა რეგიონებისთვის მუსიკის დაწერა ისე რომ მათ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ და ამას არ დაერღვია თამაშის იმერსია. მაგრამ ვთვლი რომ ბოლოს ყველაფერი ისე გამოვიდა როგორც გვინდოდა.

– დარწმუნებული ვარ რომ შედეგით ყველა კმაყოფილია. Witcher-ი არაფრის გამო არ არის ერთერთი საუკეთესო თამაში რომელიც ოდესმე შექმნილა. ვინ არის შენი ინსპირაცია. რომელი კომპოზიტორი ან მუსიკოსი?

– მე ვცდილობ რომ რაც შეიძლება ბევრს მოვუსმინო, რადგან ვიდეო თამაშებში ყველა პროექტი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ძალიან ბევრი ფაქტორი დამოკიდებულია თამაშის ჟანრზე. Witcher-ის შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით თავი არ შეგვეზღუდა. ვცდილობდი გამომეყენებინა ბევრი წყარო ინსპირაციისთვის როგორც ფილებიდან ასევე სერიალებიდან როგორებიცაა ბეჭდების მბრძანებელი და სამეფო კარის თამაშები. ასევე თამაშებიდანაც, სკაირიმი და სხვა მრავალი. მაგალითად ბალდურის კარიბჭის მუსიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ეს იყო ჩემი პირველი RPG რომელიც მითამაშია და მისი დახურვისთვის წელიწად-ნახევარი დამჭირდა. 18 თვე ვუსმენდი ერთსა და იმავე მუსიკას. რათქმაუნდა ამანაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფოლკლორული მუსიკაც. მე ძალიან ბევრ ადგილობრივ მუსიკას მოვუსმინე პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და უნგრეთიდან. თითქმის ყველა სლავური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან. ჩვენც ყველა სლავები ვართ და ამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩვენს გადაწყვეტილებაზე.

– გაქვთ თუ არა ქართული მუსიკა მოსმენილი?

– დაზუსტებით ვერ გეტყვი. შეიძლება კი, მაგრამ ზუსტად არაფერი მახსენდება. დანამდვილებით ვერ გეტყვი რადგანაც თამაში 3 წლის წინ გამოვიდა და პროექტზე მუშაობა კიდევ 3 წლით ადრე დავიწყეთ, რაც საერთო ჯამში 6 წელი გამოდის, მაგრამ ვფიქრობ რომ კვლევას ქართულ ფოლკლორზეც ჩავატარებდით.

– ქართული ფოლკლორი ძალიან განსხვავდება სლავურისგან.

– კი, მაგრამ იგივე შეგვიძლიათ ვთქვათ ბალკანურზეც.  შეიძლება ითქვას რომ ფოლკლორი განსხვავდება მაგრამ იმის გამო რომ ქვეყნები ერთ გეოგრაფიულ არეალშია მოქცეული, რის გამოც ბევრი მსგავსებების პოვნა არის შესაძლებელი. ამის მიუხედავათ ბალკანელებს პოლონელებისგან განსხვავებული მუსიკალური კულტურა აქვთ. ჩემი აზრით ქართული მუსიკაც ახლოსაა ჩვენთან, რადგანაც ჩვენ ვიყენებთ ერთნაირ მუსიკალურ გამებს და გვაქვს დაახლოებით ერთნაირი ინსტრუმენტები. მაგალითისთვის ავიღოთ ჰერდი გერდი, თქვენც გაქვთ ხომ ამის მაგვარი ინსტრუმენტი?

– არა, ჩვენ ამისგან სრულიად განსხვავებული ინსტრუმენტები გვაქვს.

– შეიძლება ნაადრევი დასკვნები გამოვიტანე მაგრამ ერთი რამ რაც ფოლკლორულ მუსიკას მთელს მსოფლიოში ერთიანებს არის ის რომ გულიდან მოდის, რადგან ის ჩვენი წინაპრების მუსიკაა. ის უცვლელია, მასზე თანამედროვე ტრენდებს გავლენა არ აქვს და ის გულწრფელია. ასეთი მუსიკა მოდის გულიდან და ჩვენც არ გვინდოდა გვეღალატა ამ გრძნობისთვის. ასეთი მუსიკის ქონა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, რადგანაც ჩვენ ვთვლით რომ თუ ჩვენ  მისი იმიტაციით შემოვიფარგლებოდით და ფოლკ მუსიკოსებს არ დავიხმარებდით ეს მართალი არ იქნებოდა და მუსიკას არ ექნებოდა აუთენტიური ჟღერადობა. იმისათვის რომ ეს გაგვეკეთებინა, ჩვენ ვიცოდით რომ უნდა გამოგვეყენებინა ხალხი, რომელიც ამ მუსიკას გულწრფელად  უკრავს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე 

– ვახსენეთ ინსტრუმენტები. რომელიც არის ყველა განსხვავებული ინსტრუმენტი რომელზეც გიმუშავიათ.  

– ჰმ. ჩემი აზრით ჰერდი გერდი იქნება ყველაზე უცნაური, რობერტ იავორსკი, რომელიც პოლონური ბენდის ჟიბილოკის ლიდერია და მისი ჰერდი გერდი ფრიად განსხვავებულია ნორმალური ჰერდი გერდისგან, მას აქვს 3 რეზონანსული სიმის მაგივრად 7 სიმი ქონდა რომელიც 2 მელოდიურ სექციად იყო დაყოფილი, ამის გამო მისი ინსტრუმენტის ხმა ბევრად უფრო გახსნილი,ძლიერი და მძიმე იყო. ასევე მის ინსტრუმენტს აქვს პატარა ბერკეტები რომელიც ცვლის ჰერდი გერდის ხმას, რაც ერთგავარად გავს პრესეტების ცვლას სინთეზატორზე. რათქმაუნდა ეს მუსიკალური მონსტრი არის სპეციალურად მისთვის გაკეთებული და მისი ანალოგი არ არსებობს ჩვენს პლანეტაზე. თავს ძალიან ამაყად ვგრძნობ, რომ შემეძლო ჩამეწერა ასეთ ინსტრუმენტი ჩემი ნაშრომისათვის რამაც სრულიად განსხვავებული ხმა მოგვცა.

– და რას გვეტყვი მომღერალთა გუნდთან მუშაობის შესახებ რომელიც მხედვარის მუსიკის დიდი ნაწილია. რამდენად რთული იყო მათთან მუშაობა და მათი ჩაწერა.

– სიმართლე გითხრა არანაირი სირთულე არ იყო ჩემთვის. ბევრმა არ იცის, რომ ფურცელზე მე არ ვარ კომპოზიტორი, მე ვარ საგუნდო დირიჟორი და ასეთ ნიჭიერ გუნდთან მუშაობა, ჩემთვის სრული სიამოვნება იყო. ასეთ საქმეში მთავარია კარგი ურთიერთობა დაამყარო შენს ანსამბლთან და დანარჩენი თავისით მუშაობს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენ ეს შევძელით რადგანაც ეს გოგოები უბრალოდ შესანიშნავები არიან.

– რა იქნებოდა თქვენი რჩევა დამწყები არტისტებისადმი?

– თუ თამაშების ბიზნესში იწყებ მუშაობას, ან იწყებ მუშაობას მუსიკაზე თამაშებისთვის 2 რჩევა მექნება: პირველი – უსმინე რაც შეიძლება ბევრ მუსიკას, უსმინე განსხვავებულ მუსიკას ყოველ დღე, იმიტომ, რომ მუსიკის სამყარო ძალიან საინტერესოა, იმდენი მაგარი რამ ხდება ყველა სტილში და ჟანრში რომ ეს შეიძლება გამოიყენო როგორც შთაგონების წყარო. ინსპირაცია რომელიც დევს შენს წინ და შენ ისღა დაგრჩენია რომ აიღო. ხოლო მეორე რჩევა იქნება რომ გამოიმუშაო სქელი კანი, იმიტომ რომ თუ შენ ხარ არტისტი და შენს თავს გამოხატავ მუსიკით, ხალხი აუცილებლად შეგაფასებს და შეფასებები ყოველთვის ცისარტყელები და პეპლები არ არის. ადრე თუ გვიან ვინმე გამოჩნდება რომელიც შენი ნამუშევრით უკმაყოფილო იქნება და შენიშვნებს პირდაპირ მოგცემენ. მთავარია რომ არ დაიგროვო ბოღმად, უნდა გაანალიზო მათი შენიშვნები და თუ ისინი მართლები არიან, ეს ყველაფერი გაითვალისწინო და მოახდინო ცვლილებები, რაც დაგეხმარება ზრდაში. არ გეწყინოს არაფერი, იმიტომ რომ ეს კონტრ-პროდუქტიულობას იწვევს.

-და ბოლოს, მინდოდა მეკითხა მაისურზე რომელიც გაცვია (Cyberpunk 2077).

-კი, საკმაოდ კარგი მაისურია

-კი, ნამდვილად კარგი მაისურია და რას უნდა ველოდეთ ამ მაისურისგან?

– მაისურისგან რას უნდა ელოდე არ ვიცი, მაგრამ თამაში კეთების პროცესშია, ვიტყვი რომ ყველაზე დიდი პროექტია რაზეც გვიმუშავია, დანამდვილებით გეტყვი რომ ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი პროექტია, მაგრამ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამისგან. და რას უნდა ელოდოთ თამაშისგან? არ მინდა რომ ხალხს თამაში დავუსპოილო, იმიტომ  რომ ეს ისეთი პროექტია სადაც მუსიკა უდიდეს როლს თამაშობს თამაშის ისტორიაში, ამიტომ თუ კი მე რამეს ვიტყვი, რაღაც ფაქტებს გამოავლენს რომელიც ჯობია რომ ჯერ-ჯერობით ჯობია დამალული იყოს. მაგრამ მუსიკას რათქმაუნდა ფუტურისტული ჟღერადობა ექნება და იმედი მაქვს რომ ხალხს ეს მოეწონება.

– დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმე და იმედი მაქვს კიდევ ბევრ რამეს ვიხილავთ შენგან.

– მადლობა