ვენატუსი Digital Dragons 2018-ზე

ვენატუსი Digital Dragons 2018-ზე

140 ნახვები

ვენატუსის გამოცოცხლების და Tbilisi Digital Expo-თი დატვირთული რამოდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ გავმგზავრებულიყავით პოლონეთში, კრაკოვში და მიგვეღო მონაწილეობა “Digital Dragons 2018-ში”, სადაც ჩვენ მოგვეცა საშუალება შევხვედროდით და გავსაუბრებოდით მსოფლიო თამაშების ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, ინდი დეველოპერებს, საინტერესო ამბიციური პროექტების შემქმნელებს და ინდუსტრიის ლეგენდებს. აქ კი გაგიზიარებთ ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილების ნაწილს.

Image may contain: 2 people, people standing and outdoor Image may contain: 3 people, people sitting and indoor

ჩვენი პოლონური მოგზაურობა დაიწყო ვარშავაში ჩაფრენით და მატარებლით კრაკოვში ჩასვლით, რის შემდეგაც ვენატუსის დელეგაცია შევუდექით ენერგიის აღსადგენ რიტუალს, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავები ძილს ეძახიან. მეორე დღეს კი ბეჯის ასაღებ ღონისძიებამდე დროის გასაყვანად გადავწყვიტეთ რომ დაგვეთვალიერებინა კრაკოვის ცენტრი – ქალაქის უძველესი, ისტორიული ნაწილი, სადაც უზარმაზარი ზეიმი დაგვხვდა, უამრავი საინტერესო საჭმლითა და სასმლით, გამოფენა-გაყიდვებით და სხვა და სხვა ფორმებში გამოწყობილი ქუჩის არტისტებით. ამ ყველაფრით მოჯადოებულებს მოგვიწია წასვლა ჩვენი დღის პირველ ღონისძიებაზე CD Project Red-ის ოფისში, სადაც ჩვენ დაგხვდა უზარმაზარი მოწესრიგებული რიგი, რომლის დაძლევის შემდეგ ჩვენ შევძელით და ავიღეთ ჩვენი კუთვნილი ბეჯები და გეიმინგ კულტურის ისტორიაში ჩავეწერეთ პირველ ქართველებად, რომლებმაც შეძლეს და CD Project Red-ში შეაღწიეს.

Image may contain: 3 people, people sitting and crowd Image may contain: 4 people, indoor

გერალტის სახლის ნახვით აღფრთოვანებულები წავედით მეორე და მესამე ღონისძიებებზე, რომლებიც შესაბამისად Qloc-ისა და 11 bits studio-ს მიერ იყო ორგანიზებული, სადაც ინდუსტრიის ლეგენდები, უბრალო პროფესიონალები და ჩვენ ერთად ვტკბებოდით სასმელით და თამაშების ამაოებაზე საუბრით. ბევრს აღარ მოგაწყენთ თავს და გადავალთ პირდაპირ იმ ღონისძიებაზე, რისთვისაც პოლონეთს ვესტუმრეთ.

 

Image may contain: 10 people, indoor Image may contain: one or more people, shoes and outdoor Image may contain: one or more people
Digital Dragons პოლონური კომპიუტერული თამაშების დეველოპერებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მასპინძლობს დაახლოებით 1500 ადამიანს. წელს 21 და 22 მაისს გაიმართა კრაკოვის ICE საკონფერენციო ცენტრში სადაც 2 დღის განმავლობაში, 6 სალექციო ოთახში, საერთო ჯამში 100 საათიანი ლექციები გაიმართა Naughty Dog, Blizzard Entertainment, Activision, CD Projekt Red, Sony Santa monica, Techland, Creative Assembly და სხვა ასეთი კომპანიების წარმომადგენლების მიერ. ასევე წარმოდგენილი იყო 60 ინდი თამაში, რომელიც მონაწილეობას იღებდა Indie Showcase-ში, რომელსაც აფასებდნენ ჟიურის წევრები და კონფერენციის მონაწილეები.
საინტერესო ინდი თამაშების სიაში შეგვიძლია შევიყვანოთ თვალის თრექერის მეშვეობით შექმნილი თამაში – Take Me Home, რომელმაც თვალების დათხრასთან ერთად თავი შეგვაყვარა. ასევე გამოვარჩევდით თამაშს Steel Rats , რომლის მოქმედებაც რობოტების მიერ დაპყრობილ ამერიკულ ქალაქში ხდება, ხოლო ჩვენ გვიწევს 4 ბაიკერით თამაში რომელებიც ცდილობენ ქალაქის გადარჩენას. ასევე საინტერესო თამაში იყო X Morph Defense სადაც დედამიწის გადარჩენის მაგივრად ჩვენ ვაკონტროლებთ უცხოპლანეტელებს, რომლების მიზანიცაა დედამიწის დაპყრობა.
დიდი პროექტების წარმომადგენლებს რაც შეეხება ჩვენ შემოგთავაზებთ ინტერვიუებს Free Blades-ის შემქმნელთან, რომელიც აგვიხსნის თუ როგორი მექანიკით გამოირჩევა მათი თამაში. ასევე ძალიან საინტერესო სისტემის მქონე მონოპოლიის ტიპის თამაშის – Landlord GO და მისი ძრავის Big Dots-ის შესახებ გავესაუბრეთ Reality Games-ის წარმომადგენლებს, რომლებმაც დეტალურად გაგვაცნეს თუ როგორ მუშაობს მათი რეალურ დროში მომუშავე სოციალური ძრავი. ბოლოსთვის კი მოვიტოვეთ ჩვენი საუბარი Activision/Infinity Ward-თან, სადაც გაიგებთ მათი ახალი ოფისის და თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ.

Indie Showcase-ს ხმების შეჯამების შედეგი რეზულტატი შემდეგნაირად გამოიყურება:

საუკეთესო ინდი თამაში: Carrion  (Phobia Game Studio)
საუკეთესო მობილურის ინდი თამაში: Diggerman (Digital Melody)
წლის ახალბედა: Molecats (Vidroid)
საზოგადოების რჩეული: Carrion (Phobia Game Studio)

ასევე ჩატარდა Digital Dragons Game Awards სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:

საუკეთესო პოლონური თამაში: Observer_  (Bloober Team)
საუკეთესო მობილური თამაში: Bladebound (Artifex Mundi)
საუკეთესო თამაშის დიზაინი: Darkwood (Acid Wizard Studio)
საუკეთესო არტი თამაშში: The Days Long Gone (Fool’s Theory)
საუკეთესო აუდიო თამაშში: Ruiner (Reikon Games / Zamilska)
საუკეთესო უცხოური თამაში: Horizon Zero Dawn (Guerrilla Games)
სპეციალური ჯილდო: Jakub Wójcik

ასევე ჩვენ გავესაუბრეთ Divinity: Original Sin 2-ის და Crysis სერიების კომპოზიტორს ბორისლავ სლავოვს, რომელიც გვესაუბრა მის პროექტებზე მუშაობასა და სხვა საინტერესო თემებზე. ასევე ჩვენ ჩავწერეთ ინტერვიუ მიკოლაი სტროინსკისთან რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევრებით როგორც სათამაშო ინდუსტრიაში (The Witcher 3 : Wild Hunt, Gwent, Sniper Ghost Warrior 3) , ასევე კინო სამყაროშიც. და ბოლოსთვის კი მოვიტოვეთ The Witcher 3: Wild hunt-ის და Cyberpunk 2077-ის მთავარი კომპოზიტორი მარჩინ პჟიბილოვიჩის ინტერვიუ, რომელშიც გაიგებთ თუ რა სირთულეებთან იყო მხედვარის მუსიკალური გაფორმების შექმნა და რას უნდა ველოდოთ ახლად დაანონსებული ფუტურისტული თამაშისგან.

იმედია ყველა სტატიას და ვიდეოს გადახედავთ და მოგეწონებათ.
პატივისცემით.
ვენატუსი