გამოქვეყნდა Fear the Wolves-ის პირველი ტრეილერი

12 ნახვები

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ კომპანიებმა Focus Home Interactive-მა და Vostok Games-მა პოსტაპოკალიფსური თამაშის Fear the Wolves-ის პირველი ფოტო კადრები გვიჩვენეს. ამჯერად კი შემქმნელებმა თამაშის პირველი ტრეილერი წარმოგვიდგინეს, რომელიც E3 2018-ის გამოფენისთვისაა მიძღვნილი.

Fear the Wolves გახლავთ კარგად ნაცნობი Battle Royale-ის ჟანრის თამაში, რომელიც გადაწყვეტილია პირველ პირში. თამაშის მოვლენები პოსტაპოკალიფსური უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ვითარდება. თამაშში წინააღმდეგობას სხვა მოთამაშეებთან ერთად, ველური ცხოველები, ანომალიები და არაპროგნოზირებადი ამინდიც გაგიწევთ. მოთამაშის მთავარი მიზანია დარჩეს ცოცხალი და დატოვოს ჩერნობილი ერთადერთი ვერტმფრენით, რომელიც მხოლოდ ერთ მგზავრს გადაარჩენს. თამაშში იქნება რეალურად არსებული იარაღები. საუკეთესო აღჭურვილობის და შეიარაღების მისაღებად კი თქვენ მოგიწევთ რადიაციულად სახიფათო ადგილების მონახულება. იმისათვის რომ ასეთ ადგილებში ცოცხალი გადარჩეთ საჭიროა იქონიოთ სპეციალური დამცავი კოსტუმი. თამაშში იქნება ავტომობილებით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შესაძლებლობა.

თამაში მუშავდება Unreal Engine 4-ის ძრავაზე. სათამაშო ტერიტორიის ზომა შეადგენს 25 კვადრატულ კილომეტრს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ანომალიიებისა და რადიაციული ზონების ადგილმდებარეობა ყოველი მატჩის დროს შეიცვლება. აქედან გამომდინარე, თამაში იქნება არაპროგნოზირებადი და უნიკალური.

 

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის ბოლოსთვის. PC პლატფორმაზე, ხოლო მოგვიანებით თამაშის კონსოლურ პლატფორმებზე გამოსვლაც იგეგმება. სულ მალე კი PC პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თამაშის წინასწარი ვერსიით ისარგებლონ.