გამოქვეყნდა Days Gone-ის ახალი ტრეილერი და გამოსვლის თარიღი

34 ნახვები

კომპანია Sony E3 2018-მდე დარჩენილ პერიოდს ნაყოფიერად იყენებს და გეგმიურად გვთავაზობს სათავგადასავლო, პოსტაპოკალიფსური ჟანრის თამაშის Days Gone-ის ახალ ტრეილერს და გამოსვლის თარიღს. შემქმნელებმა ტრეილერში გვიჩვენეს პოსტაპოკალიფსური ღია სამყარო და  სრულიად ახალი თავგადასავალი ახალგაზრდა ბაიკერის დიკონის შესახებ. ვიდეოზე ამჯერად შემქმნელებმა გვიჩვენეს სხვა და სხვა ტიპის ზომბები, ასევე დაავადებული ცხოველები, მგლები, დათვები და ფრინველებიც კი.

თამაშის მოვლენები ვითარდება გლობალური პანდემიის გავრცელებიდან 2 წლის შემდეგ. დაავადებამ თითქმის სრულად გაანადგურა ადამიანური სიცოცხლე და სამყარო მონსტრების სათარეშო ადგილად აქცია. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა ბაიკერი დიკონი, ყოფილი კანონდამრღვევი. თამაშის ღია სამყაროში თქვენ შეხვდებით, როგორც ზომბებს, ასევე განსხვავებული მრწამსის და რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თქვენს მიმართ ბოროტად არიან განწყობილნი. როგორც შემქმნელები გვპირდებიან თამაშში მოთამაშის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სიუჟეტის მომავალ განვითარებაზე ზეგავლენას იქონიებენ. თამაშის გასავლელად მოთამაშეებს მოუწევთ 30 საათამდე სათამაშო პროცესის გავლა.

თამაში გამოდის 2019 წლის 22 თებერვალს, ექსკლუზიურად PS4 პლატფორმაზე.