Steam-ის ონლაინ მაღაზიაში Just Cause 4 გამოჩნდა

30 ნახვები

ონლაინ მაღაზია Steam-ის ახალი ამბების განყოფილებაში მომხმარებლებმა საინტერესო სიახლე აღმოაჩინეს. აღნიშნულ ველში, გამოჩნდა კომპანია Avalanche Studios-ის მოქმედებითი, სათავგადასავლო ჟანრის თამაშის Just Cause 4-ის პოსტერი, რომელსაც თან ახლავს წინასწარი შეკვეთის შემოთავაზება, თუმცა თავად თამაშის გვერდი ჯერჯ-ერობით არ არსებობს აღნიშნულ მაღაზიაში. გაურკვეველია რას შეიძლება მივაწეროთ ეს ფაქტი, მარკეტინგულ გათვლას, თუ უბრალოდ უნებლიე შეცდომას, თუმცა აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ Square Enix საკუთარ E3 2018-ის პრესკონფერენციაზე Just Cause 4-საც გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ უკვე მესამე პროექტი კომპანია Avalanche Studios-ისგან, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში დაანონსდა. 14 მაისს შედგა Rage 2-ის ანონსი, გუშინ კი  კოოპერატიული შუთერის Generation Zero.