რა ვიხილეთ EA Play-ზე

93 ნახვები

როგორც იცით დაიწყო თამაშების ციებ-ცხელება E3 2018. გუშინ Electronic Arts-მა გახსნა აღნიშნული გამოფენა საკუთარი პრესკონფერენციით. მაშ ასე, გადავავლოთ თვალი თუ რა ვიხილეთ EA Play-ზე.

Battlefield V: შემქმნელებმა ამ ეტაპზე წარმოგვიდგინეს მრავალმომხმარებლური რეჟიმის ტრეილერი. შემქმნელების თქმით მათი ყურადღება ფოკუსირებულია ობიექტების განადგურების გაუმჯობესებასთან და გვიჩვენეს კადრები, თუ როგორ მაღალ დონეზე იქნება შესრულებული შენობების ნგრევა, თამაშში. სერიაში პირველად მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სტაციონარული გადასაადგილებელი არტილერით. პერსონაჟის მოძრაობის სისტემა მიიღებს ასევე ახალ შესაძლებლობებს.  შემქმნელებმა ოფიციალურად დააანონსეს ახალი რეჟიმი, Battle Royale და დაგვპირდნენ, რომ აღნიშნულ რეჟიმში იქნება უამრავი განსხვავებული ტიპის ტრანსპორტი. შემქმნელების თქმით მოთამაშეები თამაშის გამოსვლის შემდეგ სისტემატიურად მიიღებენ სიახლეებს თამაშისგან.

შემქმნელები თამაშს დღეს Microsoft-ის პრესკონფერენციაზეც გვიჩვენებენ.

Jedi: Fallen Order: ახალი თამაში ვარსკვლავურ ომებზე. სტუდია Respawn Entertainment-ის ხელმძღვანელმა ვინს ზამპელამ (Titanfall), დააანონსა ახალი თამაში. Jedi: Fallen Order-ში მოვლენები განვითარდება მესამე და მეოთხე ეპიზოდებს შორის. შემქმნელებს თამაშის ტრეილერი არ უჩვენებიათ.

Unravel Two: თამაშის მეორე ნაწილზე მუშაობდა დამოუკიდებელი სტუდია Coldwood Interactive. Unravel Two გახლავთ კოოპერატიული ჟანრის, სადაც მეგობართან ერთად შეძლებთ თამაშს. თამაში უკვე გამოვიდა გაყიდვაში.

Sea of Solitude: ახალი თამაში რომელზეც მუშაობს გერმანული სტუდია Jo-Mei. თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს პერსონაჟზე, რომელიც მარტოობისაგან მონსტრად გადაიქცა. აღნიშნული თემა პოპულარულია მრავალ კულტურაში და შემქმნელების თქმით თამაშის სიუჟეტი ნაწილობრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

Command & Conquer: Rivals : მოულოდნელი ანონსი. თამაში გამოვა მობილურ პლატფორმებზე. Command & Conquer გახლავთ კომპანიის ძველი სტრატეგიული თამაში

Origin Access Premier: ახალი გამოსაწერი სერვისი Origin-ისგან. Electronic Arts-ის პრეზიდენტმა ენდრიუ უილსონმა განაცხადა, რომ მოთამაშეებს მოწონთ სერვისი Origin Access,სწორედ ამიტომ მათ მიიღეს ახალი გამოწერის გამოშვების გადაწყვეტილება. Origin Access Premier-ის გამომწერები მიიღებენ წვდომას სერვისში არსებულ ყველა თამაშზე, მათ შორის, Madden 18, Battlefield V, FIFA 19 და Anthem.

Madden 19, NBA Live 19, FIFA 19: ახალი სპორტული სიმულატორები.

Anthem: პრესკონფერენციის მიწურულს კი ვიხილეთ თამაშის ტრეილერი და სათამაშო პროცესის ვიდეო. თამაშში შესაძლებელია კოოპერატიულ რეჟიმში თამაში, ოთხი მოთამაშით ან მარტო. თამაშში იქნება ოთხი განსხვავებული ტიპის საბრძოლო კოსტუმი, რომლის გაფორმებაც საკუთარი სურვილისამებრ იქნება შესაძლებელი. თამაში გამოვა 2019 წლის 22 თებერვალს, ყველა აქტიურ პლატფორმაზე.

EA Play-ის სრული ჩანაწერი.