Sony-იმ Tetris Effect-ის ტრეილერი წარმოგვიდგინა

34 ნახვები

როგორც იცით კომპანია Sony-იმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ E3 2018-ამდე დარჩენილ პერიოდში, ყოველდღიურ რეჟიმში გაგვაცნობს ინფორმაციას იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც მომავალში PS4-სა და PS VR პლატფორმებზე ვიხილავთ.

პროექტის დასახელება ეძღვნება არაორდინალურ გამოკვლევას, რომელიც ჰორვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს და თამაშის მიერ გამოწვეული უცნაური ეფექტი აღმოაჩინეს. მოთამაშეები ვინც სისტემატიურად თამაშობენ Tetris-ს, იწყებენ მისი ფიგურების დანახვას რეალურ ცხოვრებაში. Tetris Effect-ის შემქმნელების სიტყვებით კი მათ სურთ ეს არასტანდარტული და მაგიური შეგრძნება უფრო მეტად გააძლიერონ.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე PS4 პლატფორმაზე. თამაშს ექნება ვირტუალური რეალობის მოწყობილობის PlayStation VR-ის მხარდაჭერა. შემქმნელები თამაშის გამოსვლამდე მის სადემონსტრაციო ვერსიას ამზადებენ, რომლის ჩამოტვირთვასაც ნებისმიერი მსურველი აბსოლუტურად უფასოდ შესძლებს.