God of War-ის მთავარმა მხატვარმა მის ახალ ნაწილზე ისაუბრა

104 ნახვები

God of War-ის მთავარმა მხატვარმა ნეიტ სტივენსონმა თამაშის მომავალი სერიის შესახებ პორტალ Sector-თან ისაუბრა. სტივენსონის თქმით თამაშის მომავალი სერია იქნება უფრო მეტად ხანგრძლივი, მასშტაბური და მის წინა სერიაზე უკეთესი.

მხატვარმა მაგალითად მოიყვანა კრატოსის ბრძოლა უცნობთან (Stranger), სადაც კრატოსი და უცნობი ირგვლის ყველაფერს ანადგურებენ, ხეებსა და კლდეებსაც კი ამსხვრევენ. ბრძოლას სტივენსონმა ჭეშმარიტად ეპიკური უწოდა და აღნიშნა, რომ მომდენო ნაწილში კრატოსს დაპირისპირება უფრო მეტად სერიოზულ მოწინააღმდეგეებთან მოუწევს, ისეთებთან როგორებიც თორი და ოდინი გახლავთ და დაამატა, რომ მათთან ბრძოლა ბევრად უფრო მასშტაბური და დამანგრეველი იქნება ვიდრე ეს იყო უცნობთან (Stranger).

შეგახსენებთ, რომ თამაშის უკანასკნელი სერია გამოვიდა 2018 წლის 20 აპრილს, ექსკლუზიურად PS4 პლატფორმაზე. გამოსვლიდან პირველი სამი დღის მანძილზე კი თამაშის 3 მილიონი ასლი გაიყიდა.