გამოქვეყნდა მულტფილმის Spider-Man: Into the Spider-Verse-ის ტრეილერი

59 ნახვები

Sony Pictures Animation SPIDER-MAN-ის ფანებს კიდევ ერთი საინტერესო ისტორიას სთავაზობს. რამოდენიმე საათის წინ, კომპანიამ გამოაქვეყნა მულტფილის Spider-Man: Into the Spider-Verse-ს სრულმასშტაბიანი ტრეილერი.

ობობის ახალი ისტორია განსხვავებული და ორიგინალური გახლავთ. მასში მოქმედება ხდება ალტერნატიულ რეალობაში, სადაც არა მხოლოდ ერთი პარკერი ობობა არამედ სამი ცნობილი გმირი გვხვდება, მათგან ერთ-ერთი მშვენიერი მომხიბვლელი ობობა გოგონა, გვენ სტეისი გახლავთ, ხოლო მეორე კი შავკანიანი არასრულწლოვანი მაილს მორალესი.

ახალი ანიმაციის რეჟისორები არიან: ბობ ბერსიკეტი (The Little Prince), როდნი როთმანი (22 Jump Street) და პიტერ რემსი (Rise of the Guardians). ფილმის სცენარზე კი ფილ ლორდმა და კრისტოფერ მილერმა იმუშავეს. ახალგაზრდა ობობას მაილს მორალესს კი მსახიობი შამეიკ მური გაახმოვანებს.

მულტფილმი მსოფლიოს კინოთეატრებში 2018 წლის 20 დეკემბერს გამოვა.