გავრცელდა ფილმ DOOM-ის პირველი კადრები

189 ნახვები

 

როგორც იცით ქსელში გავრცელდა ინფორმაცია DOOM-ის ახალი ეკრანიზაციის შესახებ. ასევე გავრცელდა პირველი ფოტოები ფილმის გადასაღები მოედნიდან.

კადრებზე ვხედავთ ფილმისათვის დამახასიათებელ კოსმოსური სტილისტიკის გარემოს, სადაც რა თქმა უნდა უამრავი სისხლია. კადრებზე ჩანან ასევე მსახიობები სამხედრო ფორმებში და სხვა. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ჯგუფ Letters from Fire-ის ვოკალისტი, ნინა ბერგმანი და ემი მენსონი. ფილმის რეჟისორი გახლავთ ტონი გიგლიო. ფილმის გადაღებების უდიდესი ნაწილი ბულგარეთში გაიმართება.

ფილმი გამოსვლისთანავე ერთდროულად გამოვა, როგორც კინოთეატრებში, ასევე სახლის კინო გაქირავებაში. გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ფილმის ერთი ეკრანიზაცია უვე არსებობს, რომელიც 2005 წელს გამოვიდა, ფილმში მოვლენები 2046 წელში მიმდინარეობს. მარსზე არსებული გენეტიკური ლაბორატორიიდან მოდის განგაშის სიგნალი. ადგილზე ჩადიან საზღვაო ქვეითები, რომლებიც იგებენ რომ გენეტიკური ექსპერიმენტი რომელზეც დოქტორი კორმაკი მუშაობდა კონტროლიდან გამოვიდა. საზღვაო ქვეითებს მოუწევთ საშინელი მონსტრების შეკავება, რათა მათ ვერ ჩამოაღწიონ დედამიწაზე.