Red Dead Redemption 2-ის კონტენტის ნაწილი Sony-ის დროებითი ექსკლუზივი იქნება

55 ნახვები

როგორც ირკვევა Rockstar-ის სათავგადასავლო ვესტერნის Red Dead Redemption 2-ის გამოსვლისას თამაშის კონტენტის ნაწილი Sony-ის დროებითი ექსკლუზივი იქნება. აღნიშნული იმფორმაცია თამაშის შეკვეთების გვერდზე გამოჩნდა. კონკრეტულად რას გულისხმობენ კონტენტის ნაწილში შემქმნელები ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ეს შესაძლოა იყოს იარაღები, სხვა და სხვა ნივთები, თამაშის დამატებები და სხვა. როგორც იცით Sony თამაშზე მარკეტინგულ უფლებებს ფლობს. ასე რომ თამაშთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას Playstation-ის Е3 2018-ის პრესკონფერენციიდან გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია თამაშის წინასწარ შეკვეთებსა და საკოლექციო გამოცემებთან დაკავშირებით.

როგორც იცით, თამაშის მეორე ნაწილი გახლავთ ორიგინალი თამაშის პრიკველი. თამაშის მოქმედებები ვითარდება 1899 წლის ველურ დასავლეთში. შემქმნელები მოთამაშეებს პირდებიან მასშტაბურ, ღია სამყაროს, რომელშიც მოგზაურობა მოგიწევთ ტრადიციულად მესამე პირში. თამაშს ექნება როგორც სიუჟეტური ხაზი, ასევე მრავალმომხმარებლური რეჟიმი. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის PlayStation 4-სა და Xbox One პლატფორმებზე.