Generation Zero – ანონსის ტრეილერი, სკრინშოტები და მეტი

37 ნახვები

Just Cause-ის შემქმნელებმა ახალი პროექტი დააანონსეს – Generation Zero. ეს არის პოსტ-აპოკალიპტური Open-World FPS, რომელშიც თქვენ ,მარტო ან კოოპერატიულად, ებრძვით რობოტებს 1980-იანი წლების შვედეთში. წარმოიდგინეთ Left 4 Dead და დაუმატეთ Stranger Things-ის ტონი და ატმოსფერო.

Left 4 Dead meets Stranger Things.

Generation Zero შექმნილია APEX ძრავში და ექნება სრული დღე-ღამის ციკლი, ცვლადი ამინდი, კომპლექსური ხელოვნური ინტელექტი, მაღალი დონის ბალისტიკა და ხმის გავრცელების რეალისტური სისტემა. ასევე, ყოველი ოპონენტი სრულად არის სიმულირებული და, თუ მას რამე სახის ზიანს მიაყენებთ, მის შესახებ ეს ინფორმაცია პერმანენტულად იქნება შენახული.

თამაშის მსვლელობისას თქვენ ნელ-ნელა ფარდას ხდით საიდუმლოს რობოტთა შემოსევის შესახებ. დაპირებულია ფართო სამყარო და კრეატიული Sandbox, რომელშიც თქვენ მრავალი არჩევანი გეძლევათ რობოტების გასანადგურებლად. ეს ყველაფერი კი ხდება 1980-იანების სტილის დინამიური საუნდტრეკის ფონზე.

თამაშის ტრეილერი და სკრინშოტები შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. უფრო მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე გადახვიდეთ.