შესაძლოა E3 2018-ის გამოფენაზე Devil May Cry 5-ის და Resident Evil 2-ის განახლებული ვერსები ვიხილოთ

38 ნახვები

როგორც ირკვევა იაპონურმა ინტერნეტ პროვაიდერმა GMO Internet-მა 22 აპრილს Resident Evil 2-ის სარეგისტრაციო უფლებები განაახლა, ხოლო 18 მაისს კი Devil May Cry 5-ის (devilmaycry5.com) ახალი დომენი დაარეგისტრირა. აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე შესასძლოა Devil May Cry-ის ახალი ნაწილი და Resident Evil 2-ის განახლებული ვერსია Е3 2018-ის გამოფენაზე ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლის მიწურულს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Devil May Cry-ის ახალი ნაწილის ჩვენება იგეგმებოდა PlayStation Experience 2017-ზე დეკემბრის თვეში, თუმცა Sony-ის გადაწყვეტილებით ანონსმა Е3-ზე გადაინაცვლა.

აპრილის დასაწყისში Capcom-ის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ იგეგმება რამოდენიმე პროექტის ანონსი, ზოგი მათგანის თქმით კი ერთ-ერთი იქნება განახლებული Resident Evil 2.

რაც შეეხება კომპანიას GMO Internet, კომპანიას უკვე დარეგისტრირებული აქვს რამოდენიმე დომენი Capcom-ის სხვა და სხვა პროექტებისათვის როგორებიცაა: Monster Hunter: World რეგისტრაცია 2017 წლის 28 აპრილი, თვენახევრით ადრე Е3 2017-ის ანონსამდე და Resident Evil 7 რეგისტრაცია 2016 წლის 12 იანვარი, 5 თვით ადრე Е3 2016-ის ანონსამდე.