გავრცელდა Fallout 76-ის გამოსვლის თარიღი

28 ნახვები

როგორც იცით თამაშის ანონსი რამოდენიმე დღის წინ შედგა, მაგრამ შემქმნელებს თამაშის ტრეილერში გამოსვლის თარიღი არ უხსენებიათ, თუმცა აღნიშნული ამბავი მოთამაშეებს ონლაინ მაღაზია Amazon-მა ამცნო. ცოტა ხნის წინ, ონლაინ მაღაზიაში გამოჩნდა თამაშის წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობა, სადაც თამაშის გამოსვლის თარიღი ბევრისთვის ალბათ გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან ეს გახლდათ 2018 წლის 31 ივლისი, თუმცა სიხარული მცირე ხნით გაგრძელდა და თარიღი მალევე შეიცვალა 2019 წლის 31 დეკემბრით. გაურკვეველია რას შეიძლება მივაწეროთ აღნიშნული ფაქტი. შეცდომას თუ დამალულ რეალობას, თუმცა არ იღელვოთ, რადგან თამაშთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას და თამაშის სრულ ტრეილერს მალე E3 2018-ზე ვიხილავთ.

თამაშის მოქმედებები ვითარდება თავშესაფარში 76 (shelter 76), რომელიც მდებარეობს ამერიკის შტატის ვირჯინიის დასავლეთ ნაწილში, ვაშინგტონთან ახლოს. მოქმედებები ხდება რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ატომური ომის დაწყებიდან და პირველ Fallout-ამდე 59 წლით ადრე. აღნიშნულ თავშესაფარში ცხოვრობს 500 გადარჩენილი ადამიანი, რომლებიც 20 წლის გასვლის შემდეგ უნდა გავიდნენ განადგურებულ სამყაროში. თავშესაფარი 76 გახლავთ ერთ-ერთი იმ 17 თავშესაფრიდან, სადაც არ ჩატარებულა ექსპერიმენტები მაცხოვრებლებზე.