Sony აქვეყნებს ანონსების სიას, რასაც E3 2018-მდე გვიჩვენებს

24 ნახვები

კომპანია Sony საკუთარ მომხმარებლებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ამჯერად კომპანია გვიმხელს, რომ E3 2018-ამდე დარჩენილ პერიოდში, ყოველდღიურ რეჟიმში გაგვაცნობს ინფორმაციას იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც მომავალში PS4-სა და PS VR პლატფორმებზე ვიხილავთ. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით როგორც ჩანს Sony-ისგან საკმაოდ უხვად უნდა ველოდეთ ახალ ექსკლუზიურ თამაშებს.

კომპანია აქვეყნებს სიას თუ რას უნდა ველოდეთ მომავალი რამოდენიმე დღის განმავლობაში:

  • 6 ივნისი 19:00 ახალი თამაშის ანონსი PS4-ზე PS VR-ს მხარდაჭერით
  • 7 ივნისი 19:00 გამოცხადდება თამაშის გამოსვლის თარიღი, PS4-ზე
  • 8 ივნისი 19:00 ახალი თამაშის ანონსი PS4-ზე
  • 9 ივნისი 19:00 ახალი თამაშის ანონსი PS VR-ზე
  • 10 ივნისი 19:00 მოსალოდნელი თამაშის გამოსვლა PS VR-ზე

რაც შეეხება კომპანიის E3 2018-ის პრესკონფერენციას, იგი გაიმართება 12 ივნისს, თბილისის დროით დილის 5 საათზე, სადაც ნაჩვენები იქნება როგორც უკვე დაანონსებული თამაშები და მათთან დაკავშირებული ახალი ინფორმაცია, ასევე სრულიად ახალი პროექტები. აღნიშნული პრესკონფერენცია გადაიცემა  Youtube-ის ოფიციალურ არხზე.