Lords of the Fallen-ის გაგრძელებაზე Just Cause 3-ის შემქმნელები იმუშავებენ

24 ნახვები

პოლონურმა გამომცემლობამ CI Games-მა მოახერხა შემქმნელების მოძიება ცნობილი მოქმედებითი, RPG ჟანრის თამაშის Lords of the Fallen-ის მეორე ნაწილზე სამუშაოდ. თამაშის გაგრძელებაზე იმუშავებს ნიუ-იორკში არსებული სტუდია Defiant Studios, რომელიც 2016 წელს Avalanche Studios-ის (Just Cause 3) ყოფილმა ხელმძღვანელმა დააარსა.

ჩვენ აღფრთოვანებულები დავრჩით სტუდიის ხედვებით, Lords of the Fallen 2-თან დაკავშირებით, ასევე მათი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით. ამიტომ საბოლოოდ ავარჩიეთ აღნიშნული სტუდია. სტუდიაში ძალიან ნიჭიერი და ტალანტიანი თანამშრომლები მუშაობენ და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სწორედ ისინი იმუშავებენ Lords of the Fallen-ის გაგრძელებაზე. გამომცემლობა CI Games-ის ხელმძღვანელი მარკ ტიმინსკიი.

თამაშის პირველ ნაწილზე მუშაობდა ტომაშ გოფი (The Witcher-ის ყოფილი პროდიუსერი) და გერმანული სტუდია Deck13 Interactive. გოფი ასევე მონაწილეობას იღებდა Lords of the Fallen-ის გაგრძელებაში რამდენიმე თვის მანძილზე. 2016 წელს კი გამომცემლობამ მიიღო თამაშის კონცეფციის გადახედვის გადაწყვეტილება და ბიუჯეტიც საგრძნობლად შემცირდა. ასე და ამგვარად გოფმა და გამომცემლობამ თანამშრომლობა შეწყვიტეს.