Life is Strange Android პლატფორმაზე ივლისის თვეში გამოვა

39 ნახვები

  სტუდია Dontnod-მ საკუთარი ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ პოპულარული სათავგადასავლო ჟანრის თამაში Life is Strange Android პლატფორმაზე მომავალ თვეში გამოვა. უფრო კონკრეტულ თარიღს შემქმნელები ახლო მომავალში გაგვაცნობენ. თამაში ხელმისაწვდომი იქნება Google Play-ს ონლაინ მაღაზიაში. თამაშის Android ვერსია წარმოდგენილი იქნება კონტროლერის მხარდაჭერის ფუნქციით, როგორც იცით აღნიშნული ფუნქცია iOS პლატფორმას არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა 2015 წლის 30 იანვარს, PS3, PS4, Xbox 360, Xbox One და PC პლატფორმებზე. მოგვიანებით კი სტუდიამ Black Wing Foundation თამაშის პორტირება iOS პლატფორმაზე მოახდინა. App Store-ის ონლაინ მაღაზიაში პირველი სამი ეპიზოდი 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, ხოლო დანარჩენი 2 კი 2018 წლის დასაწყისში.

როგორც უკვე ავღნიშნეთ თამაში Android პლატფორმაზე Google Play-ის ონლაინ მაღაზიაში ივლისის თვეში გამოვა და გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ხუთივე ეპიზოდი.