Cyberpunk სტრატეგია Re-Legion შემოდგომით გამოვა

14 ნახვები

კომპანია 1С-მ როლური სტრატეგიის, სახელად Re-Legion ტრეილერი წარმოგვიდგინა. თამაშზე მუშაობს ვარშავაში არსებული კომპანია Ice Code. პროექტის ანონსი წელს იანვრის თვეში ღონისძიებაზე PAX South-ზე შედგა.

თამაშის მოვლენები ვითარდება ტექნოლოგიურად განვითარებულ cyberpunk სამყაროში, სადაც რობოტების განვითარების გამო ადამიანთა დასაქმება თანდათან მცირდება. პლანეტის მოსახლეობის 80 % იღებს საბაზისო შემოსავალს, იმდენს რამდენიც შიმშილთან გამკლავებისა და თავშესაფრისთვისაა საკმარისი. უიმედოდ დარჩენილი მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას გაწევრიანდეს რელიგიურ სექტაში და ასე იბრძოლოს საკუთარი მომავლისათვის. თამაშის მთავარი გმირი  გახლავთ წინასწარმეტყველი ელიონი. მთავარი გმირი იწყებს საკუთარი კულტის მიმდევრების ძიებას. ამავე დროს იგი ებრძვის მტრებს. თანდათან იგი ახერხებს უკეთესი მომავლის მშენებლობას და უღმერთოთა განადგურებას.

შემქმნელები გვპირდებიან საინტერესო და ჩამთრევ სიუჟეტს, რომლის პროცესშიც თქვენ მოგიწევთ მორალურად რთული გადაწყვეტილებების მიღება. თამაშს ექნება როგორც სიუჟეტური ხაზი ასევე მრავალმომხმარებლური რეჟიმიც.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის შემოდგომისათვის, მხოლოდ РС  პლატფორმაზე.