Bungie-იმ Destiny 2-ის დამატება Forsaken წარმოგვიდგინა

24 ნახვები

ცოტა ხნის წინ Bungie-იმ ოფიციალურად წარმოგვიდგინა მრავალმომხმარებლური, მოქმედებითი, RPG-ის Destiny 2-ის დამატება Forsaken. აღნიშნული დამატება შემქმნელებმა 9 წუთიანი ვიდეო რგოლით გაგვაცნეს. დამატება Forsaken გახლავთ რიგით მესამე და თამაშის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, რომელსაც მრავალი ცვლილება მოაქვს თამაშისათვის.

შემქმნელების თქმით დამატების ახალი სიუჟეტური ხაზი თამაშს კოსმიურ ვესტერნად აქცევს. მოთამაშეებს მოუწევთ შვიდ ძლიერი მოწინააღმდეგესთან, შესანიშნავ შვიდეულთან ბრძოლა. დამატება გააუმჯობესებს შეიარაღების სისტემასაც. თამაშში გამოჩნდება სამი ახალი იარაღი, ასევე საბრძოლო კლასი მიიღებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს და ახალი ტიპის საბრძოლო იარაღს – მშვილდს.

 

 

დამატება გამოვა 4 სექტემბერს და მისი ფასი იქნება 40 $, მყიდველები კი მიიღებენ დამატებით რეიდს და ახალ სათამაშო რეჟიმს.

შეგახსენებთ, რომ თამაში კონსოლურ პლატფორმებზე 2017 წლის 6 სექტემბერს გამოვიდა, ხოლო პერსონალური კომპიუტერების მფლობელთათვის 2017 წლის 24 ოქტომბერს.