Blizzard-მა დაადასტურა, რომ Diablo 4-ზე მუშაობს

23 ნახვები

კომპანია Blizzard-მა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი მუშაობენ ყველასათვის ცნობილი მოქმედებითი, RPG ჟანრის თამაშის Diablo-ს ახალ ნაწილზე. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ საკუთარი ვებ საიტიდან გვამცნო. როგორც ირკვევა კომპანი აცხადებს ვაკანსიას მხატვრის თანამდებობაზე, რომელიც იმუშავებს ჯერ-ჯერობით დაუანონსებელ პროექტზე რომელიც იქნება Diablo-ს სამყაროზე. სამწუხაროდ ამ ეტაპზე კომპანია სხვა არანაირ ცნობებს არ გვიმხელს პროექტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პირველად Diablo 4-თან დაკავშირებით ცნობები 2016 წელს გავრცელდა, თუმცა აქამდე კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

თამაშის უკანასკნელი სერია Diablo III 2012 წლის 15 მაისს გამოვიდა, PC, PS3, PS4, Xbox 360 და Xbox One პლატფორმებზე. თამაშმა გამოსვლისთანავე უამრავი მოთამაშის ყურადღება დაიმსახურა, თუმცა ბოლო დროს ნელ-ნელა კლებულობს მისი მოთამაშეთა რაოდენობა, ასე და ამგვარად ნამდვილად დროულია თამაშის ახალი სერიის გამოსვლა.