Red Dead Redemption 2-ის წინასწარი მყიდველებისთვის რამდენიმე განსხვავებული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი

62 ნახვები

კომპანია Rockstar თამაშის Red Dead Redemption 2-ის წინასწარი შეკვეთების დაწყების წინ, აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რას სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს. როგორც Rockstar გვატყობინებს თამაშის წინასწარი მყიდველებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სამი განსხვავებული საკოლექციო გამოშვება. აღნიშნული ვერსიების ყიდვა შესაძლებელია ფიზიკური ასლების სახით.

  • Red Dead Redemption 2 სტანდარტული ვერსია, ფასი 59 $

  • Red Dead Redemption 2 special edition ფასი 79 $

  • Red Dead Redemption 2 ultimate edition ფასი 95 $

  • Red Dead Redemption 2 collectors box ფასი 100 $

როგორც იცით, თამაშის მეორე ნაწილი გახლავთ ორიგინალი თამაშის პრიკველი. თამაშის მოქმედებები ვითარდება 1899 წლის ველურ დასავლეთში. შემქმნელები მოთამაშეებს პირდებიან მასშტაბურ, ღია სამყაროს რომელშიც მოგზაურობა მოგიწევთ ტრადიციულად მესამე პირში. თამაშს ექნება როგორც სიუჟეტური ხაზი, ასევე მრავალმომხმარებლური რეჟიმი. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის PlayStation 4-სა და Xbox One პლატფორმებზე.