შემქმნელები სავარაუდოთ მალე HITMAN 2-ს დააანონსებენ

26 ნახვები

როგორც ირკვევა სტუდია IO Interactive, რომელიც ალბათ HITMAN-ის ფანებს კარგად გეცნობათ, გამომცემლობა Warner Bros Games-თან ერთად HITMAN-ის ახალ სერიაზე HITMAN 2-ზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ, Warner Bros Games-ის ოფიციალურ საიტზე მომხმარებლებმა აღმოაჩინეს სწორედ აღნიშნული თამაშის HITMAN 2-ის ფოტო, თუმცა იგი მალევე წაიშალა.

რამოდენიმე საათის წინ, თამაშის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა პუბლიკაცია, შემდეგი ტექსტით : „დღემშვიდობის 47, პროფილები ატვირთულია. თქვენი შემდეგი დავალებაა…..“  პუბლიკაციას თან ახლავს მცირე ვიდეორგოლი, რომელზეც ვკითხულობთ : დაშვება აკრძალულია//7 ივნისი 2018.

ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ეძღვნება პირველი ნაწილის ერთ-ერთ მომდევნო დავალებას. როგორც იცით HITMAN არ გამოსულა ერთი ძირითად თამაშად, იგი გამოვიდა სხვა და სხვა ნაწილებად. ყოველ ნაწილს გააჩნია საკუთარი სიუჟეტი, სამოქმედო არეალი (მასშტაბური რუკა) და ძირითადი სამიზნე.

ახალი პუბლიკაცია, ასევე გამოჩნდა WB Games-ის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. პუბლიკაციაზე აღნიშნულია 72 საათი. 7 ივნისს გამომცემლობა გეგმავს პირდაპირ ტრანსლირებას, თუმცა რას გვიჩვენებენ პირდაპირი ეთერით ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. დიდი ალბათობით ეს რა თქმა უნდა ახალი HITMAN 2 იქნება.