გამოქვეყნდა Red Faction Guerrilla Re-Mars-tered-ის ტრეილერი და გამოსვლის თარიღი

41 ნახვები

გამომცემლობა THQ Nordic-მა გამოუშვა პირველი ტრეილერი, განახლებული თამაშის Red Faction Guerrilla Re-Mars-tered. ტრეილერში ჩანს თამაშის მთავარი გმირი, რომელიც ანადგურებს ყველაფერს რაც კი გზაზე გადაეღობება, მთავარი გმირი სხვა და სხვა მძლავრი შეიარაღებისა და უზარმაზარი რობოტის დახმარებით მიწასთან ასწორებს მოწინააღმდეგის ბაზაზე არსებულ შენობებს, ავტომობილებს და სხვა.

აღნიშნული ვერსია გამოვა 3 ივლისს და ხელმისაწვდომი იქნება PC, PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე. თამაში მიიღებს გაუმჯობესებულ 4K გაფართოებას, სრულად განახლებულ გრაფიკულ მახასიათებლებს, გაუმჯობესებულ განათებას, ჩრდილებს და ეფექტებს, ხოლო Xbox One X-ის მომხმარებლები კი მიიღებენ დამატებითი ფუნქციების კომპლექტს.

შემქმნელები PC პლატფორმის მომხმარებლებს სასიამოვნო საჩუქარს სთავაზობენ. მათ ვისაც Steam-ის ონლაინ მაღაზიაში უკვე ნაყიდი აქვთ თამაშის ორიგინალი ვერსია, საჩუქრად მიიღებენ განახლებულ ვერსას Red Faction Guerrilla Re-Mars-tered-ს სრულიად უფასოდ.

შეგახსენებთ, რომ ორიგინალი თამაში Red Faction Guerrilla გამოვიდა 2009 წლის 2 ივნისს და ხელმისაწვდომი იყო PlayStation 3, Xbox 360-სა და PC პლატფორმებზე.