გამოქვეყნდა ფილმ Bumbleebe-ის პირველი ტიზერ-ტრეილერი

77 ნახვები

 ტრანსფორმერების მოყვარულთათვის კარგი სიახლე გვაქვს. ცოტა ხნის წინ კომპანია Paramount Pictures-მა გამოაქვეყნა ფილმის Bumbleebe-ის ტიზერ-ტრეილერი. აღნიშნული ფილმი გახლავთ ტრანსფორმერების პირველი ეკრანიზაცია, რომელსაც მაიკლ ბეის თაოსნობით არ გადაიღებენ.

ფილმის მოვლენები ვითარდება 80-იან წლებში. ფილმის მთავარი გმირი გახლავთ გოგონა ჩარლი უოტსონი. ჩარლი შეიძენს ძველ ავტომობილს ვოლკსვაგენ ხოჭოს, ცოტა ხანში კი აღმოაჩენს, რომ პატარა მშვენიერი ხოჭო სულაც არაა ისეთი ნაზი როგორადაც გამოიყურება. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას სწორედ აღნიშნული ხოჭო ავტობოტის შესახებ.

ფილმის სცენარისტი გახლავთ კრისტინა ჰადსონი. ფილმში მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ჰეილი სტენფორდი. ფილმში ერთ-ერთი სპეც აგენტის როლს თამაშობს ცნობილი მოჭიდავე ჯონ სენა.

ფილმი ფართო ეკრანებზე 2018 წლის 20 დეკემბერს გამოვა.