School Girls/Zombie Hunter PC პლატფორმაზეც გამოვა

31 ნახვები

კომპანია D3 Publisher-მა განაცხადა, რომ ზომბი აპოკალიფსური თამაში School Girls/Zombie Hunter მალე პერსონალურ კომპიუტერებზეც გამოვა. თამაში Steam-ის ონლაინ მაღაზიაში 5 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი.

თამაშის მოვლენები ვითარდება ერთ-ერთ პრესტიჟულ საშუალო სკოლაში, სახელად Kirisaki, რომელსაც მოულოდნელად ზომბების არმია ესხმის თავს. მათ ვისაც ანიმე ჟანრი მოგწონთ თამაშიც ნამდვილად მოგეწონებათ, რადგან მოთამაშეებს მოუწევთ ითამაშონ 5 სხვა და სხვა უფროსკლასელი გოგონა პერსონაჟით, რომლებიც ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებიან და შესაძლოა მათ შემხედვარეს ზომბები სულ გადაგავიწყდეთ.

თითოეული პერსონაჟი ინდივიდუალური გახლავთ და ყოველივეს გააჩნია საკუთარი პლიუსები და მინუსები. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება შეიარაღების დიდი არჩევანი. ცივი იარაღებიდან დაწყებული მსხვილ კალიბრიანი იარაღით დამთავრებული. თამაშს გააჩნია ხანგრძლივი სიუჟეტი და 50-ამდე ცალკეული დავალება.

თამაშის ერთ-ერთი უნიკალურონბა ისაა, რომ თამაშის პროცესში პერსონაჟებს ტანსაცმელი უზიანდებათ და თითქმის შიშველ მდგომარეობაში მოგიწევთ ბრძოლის წარმოება რაც ნამდვილად მაცდური პროცესია.

შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა 2017 წელს PS4 პლატფორმაზე. თამაში წარმოადგენს Onechanbara-ს სათამაშო სერიების ნაწილს, რომელიც აზიურ ბაზარზე ფართოდაა ცნობილი.