Konami PS4-ის მფლობელებს უქმეებზე Metal Gear Survive-ს უფასოდ სთავაზობს

7 ნახვები

კომპანია Konami საკუთარ მომხმარებლებს საინტერესო აქციას სთავაზობს. შემქმნელები Metal Gear-ის ფანებს ამ უქმეებზე შანსს აძლევენ, აბსოლუტურად უფასოდ გადმოწერონ და ითამაშონ მრავალმომხმარებლური თამაში Metal Gear Survive.

თამაშის მიღება მხოლოდ PS4 პლატფორმაზეა შესაძლებელი მხოლოდ იმ მომხმარებლებისათვის, ვისაც PS PLUS გამოწერა აქვთ გაფორმებული. აღნიშნული აქცია მიძღვნილია თამაშის გამოსვლიდან 100 დღის შესრულების საიუბილეო თარიღთან. აქცია დასრულდება 4 ივნისს. თუმცა თამაშში განვლილი პროგრესი მოთამაშეებს შეენახებათ და თამაშის ყიდვის შემთხვევაში ძველი პროგრესით განაგრძობენ თამაშს.

შემქმნელები თამაშში ასევე სხვა და სხვა სიურპრიზებსაც გვთავაზობენ. დღეიდან 11 ივნისის ჩათვლით თამაშში ყოველდღიურად შესვლისას მოთამაშეებს დაერიცხებათ 100 SV Coins, ხოლო 12 ივნისის ჩათვლით საკუთარი ძალების მოსინჯვა მოთამაშეებს კოოპერატიულ რეჟიმში The Encounter 1964-ში მოუწევთ, სადაც საჩუქრად მიიღებენ სპეციალურ კოსტუმებს პერსონაჟებისათვის, აღჭურვილობას, სახის კოსმეტიკურ შეფერილობებს და სხვა ნივთებს.

შეგახსენებთ რომ თამაში გამოვიდა 2018 წლის 20 თებერვალს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.