Intellivision ახალი სათამაშო კონსოლის გამოშვებას გეგმავს

28 ნახვები

ალბათ კომპანია Intellivision Entertainment ძალიან ცოტას თუ გეცნობათ, რადგან აღნიშნული კომპანია სამომხმარებლო ბაზრიდან დიდიხანია წავიდა, თუმცა ამჯერად იგი კვლავ აპირებს ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას და მოთამაშეებისათვის თავის შეხსენებას.

აღნიშნული კომპანია გახლდათ პირველი, რომელმაც გამოუშვა პირველი 16-ბიტიანი სათამაშო ავტომატი, ასევე კონსოლური სათამაშო კომპიუტერები Intellivision და Intellivision 2, ასევე უშვებდა ვიდეო თამაშებსაც, რომელთა დიდი ნაწილი სპორტული ჟანრის გახლდათ. აღნიშნული წარმატებების შემდეგ კი როგორც თავად ხედავთ უკვე დიდი ხანია ბაზარზე აღარ გამოჩენილა.

ცოტა ხნის წინ კომპანიის ხელმძღვანელმა ტომი ტალარიკომ განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს 80-ანი წლების ტექნოლოგიის გადატვირთვას, რაც მას მეტად მარტივს და მოსახერხებელს გახდის და რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და პროგრამულ უზრუნველყოფებთან თავსებადს. როგორც ხვდებით კონსოლი არ იქნება იგივე წარმადობის, როგორიც Sony-ის, Microsoft-ისა და Nintendo-ს კონსოლური პლატფრმები გახლავთ, თუმცა საკუთარი მომხმარებლების დიდი ნაწილი ნამდვილად ეყოლება, რადგან კლასიკური ჟანრის თამაშებს ძალიან ბევრი მოყვარული ყავს.

კონსოლის შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მას ექნება SD ბარათების მხარდაჭერა და სავარაუდოთ თამაშებიც კარტრიჟების სახით გამოვა, ასევე ექნება სისტემა უსადენო ინტერნეტისათვის Wi-Fi. შემქმნელები უფრო ვრცელ ინფორმაცია ოქტომბრის თვეში გაგვაცნობენ.