შემქმნელებმა Anthem-ის ახალი ტიზერი გვიჩვენეს

93 ნახვები

კომპანია Electronic Arts-მა გამოაქვეყნა თამაშ Anthem-ის EA Play-ს თემატიკის 6 წამიანი ტიზერი. კადრებში ჩანს ელიტარული შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც აღჭურვილნი არიან საბრძოლო კოსტიუმებით Javelin. დაჯგუფება ჩადის გაურკვეველ მიწისქვეშა სივრცეში, სადაც ისმის არასასიამოვნო ხმა, რომელიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს : „ იქ რაღაც არის და მას სურს ყველა ჩვენთაგანის განადგურება.”

შემქმნელები თამაშისს სრულ ტრეილერს 9 ივნისს E3 2018-ის გამოფენაზე საკუთარ პრეს-კონფერენციაზე EA Play-ზე გვიჩვენებენ, ასევე გაგვაცნობენ ისტორიას თამაშის სამყაროს შესახებ, გვიჩვენებენ თამაშის პერსონაჟებს და მონსტრებს. შემქმნელები აღნიშნავენ, რომ მათ უკვე გვიჩვენეს ფრენის და ბრძოლის კადრები, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია სათამაშო პროცესისა. ამჯერად საბრძოლო სისტემა ნაჩვენები იქნება უფრო დეტალურად. მოთამაშეები შეხვდებიან ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეებს და ნახავენ საბრძოლო კოსტუმის Javelin-ის სრულ შესაძლებლობებს ბრძოლაში.

 

თამაშის შესახებ ინფორმაციას გაგვაცნობენ BioWare-ის გენერალური დირექტორი კეისი ჰადსონი (Casey Hudson), აღმასრულებელი პროდიუსერი მარკ დარა (Mark Darrah) და აღმასრულებელი სცენარისტი ქეტლინ რუტსარტი (Cathleen Rootsaert).