გამოქვეყნდა World War 3-ის სისტემური მოთხოვნილებები

83 ნახვები

კომპანია The Farm 51-მა საკუთარი საომარი თემატიკის თამაშის World War 3-ს სისტემური მოთხოვნილებები გამოაქვეყნა, pc პლატფორმის მომხმარებელთათვის.

თამაშში შეტაკებები მოხდება მსოფლიოს რეალურად არსებულ ტერიტორიებზე, იქნება მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნების სამხედრო არმიები, ასევე გლობალური საბრძოლო კამპანია. თამაშში ომის განვითარებაზე ნებისმიერი ბრძოლის შედეგი იქონიებს გავლენას. მოთამაშეებს ექნებათ ფართო არჩევანი სურვილისამებრ მოირგონ საკუთარი შეიარაღება და აღჭურვილობა. შემქმნელები გვპირდებიან, რომ თამაშში იქნება ბალისტიკური სისტემები, ჯავშნისა და შეიარაღების უახლესი მიღწევები. შემქმნელები რეგულარულად გადიან კონსულტაციებს შეიარაღებისა და საომარი მოქმედებების ექსპერტებთან. ასევე ეცნობიან ინფორმაციას სამხედრო სამეცნიერო ცენტებიდან.

თამაშის მრავალმომხმარებლური რეჟიმის ბრძოლები. გაიმართება მსოფლიოს სხვა და სხვა ცნობილ ქალაქებში: მოსკოვი, პარიზი, ვარშავა, ბერლინი და სხვა.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები : 

  • ოპერაციული სისტემა : Windows 7 SP1, 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i5-2500K
  • ვიდეო ბარათი : AMD Radeon HD 7870 ან Geforce GTX 770
  • DirectX 11
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 35 გბ

 

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : Windows 7 SP1 (x64), Windows 8 (x64), Windows 10 (x64)
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i7 4790k 
  • ვიდეო ბარათი : AMD Radeon R9 290 ან Geforce GTX 970
  • DirectX 12
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 გბ
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 35 გბ

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის შემოდგომისათვის. თამაში გამოვა მხოლოდ PC პლატფორმაზე.