გამოქვეყნდა Fallout: New California-ს ტრეილერი და გამოსვლის თარიღი

46 ნახვები

კომპანია Radian-Helix Media-მ წარმოგვიდგინა საკუთარი თამაშის Fallout: New California-ს ტრეილერი. აღნიშნული თამაში გახლავთ არაოფიციალური პრიკველი (მოდი) ცნობილი თამაშისა Fallout: New Vegas (2010 წლის 19 ოქტომბერი). პროექტზე შემქმნელები 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და საბოლოოდ დადგა მისი ხილვის მომენტი.

თამაშს გააჩნია საკუთარი სიუჟეტური ხაზი, რომელიც რამოდენიმე საათიან სათამაშო პროცესს უზრუნველყოფს. თამაშში იქნება მსოფლიოს ახალი რეგიონი. პროექტში არსებული ყველა NPC-ს დიალოგები სრულად იქნება გახმოვანებული. მოთამაშეებს ელოდებათ რამოდენიმე საათიანი სათავგადასავლო სიუჟეტი. თქვენ მოგიწევთ ბრძოლა მტრულად განწყობილ პოსტაპოკალიფსურ გარემოში, სადაც ადამიანთა რამოდენიმე დაჯგუფება ტერიტორიული მმართველობისათვის იბრძვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თამაშს გააჩნია რამოდენიმე განსხვავებული დასასრული.

თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2018 წლის 23 ოქტომბრისათვის, PC პლატფორმაზე. თამაში იქნება აბსოლუტურად უფასო